დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 24 ოჯახს სახლს შეუსყიდის. აღნიშნული ოჯახები კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩია. ეკომიგრანტი ოჯახები საცხოვრებელს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავად შეარჩევენ.
შერჩეულ სახლებს, უმეტეს შემთხვევაში, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს და ხელს უწყობს ინტეგრაციის პროცესს.
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
ეკომიგრანტი...
3 დღით, სამგორის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხებიდან, ბენეფიციარები წყალს ვერ მიიღებენ. აღნიშნულის მიზეზად თბილისის ზღვის წყალსაცავში წყლის დონის კრიტიკულად შემცირებული რაოდენობა სახელდება.
"თბილისის ზღვის წყალსაცავში წყლის დონის კრიტიკულად შემცირებული რაოდენობის გათვალისწინებით, ქ.თბილისის სასმელი წყლის მომარაგების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია სიონის წყალსაცავიდან თბილისის ზღვის წყალსაცავის შევსება. აღნიშნულიდან გამომდინარე, 20 ივლისის საღამოს 19:00 საათიდან - 23 ივლისის 10:00 საათამდე სარწყავი წყლის მიწოდება შეუწყდება იმ...
საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან ხელმოწერილი სასესხო შეთანხმების ფარგლებში, კახეთში ახალი ოთხზოლიანი მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა.
294 708 024 მილიონი ლარის ღირებულების საერთაშორისო ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ეს კახეთის ახალი მაგისტრალის რიგით მეოთხე მონაკვეთი იქნება. ამ მონაკვეთზე ერთი კილომეტრის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 17.35 მილიონი ლარია.
სატენდერო პირობების თანახმად, დაინტერესებულმა კომპანიებმა საავტომობილო გზების დეპარტამენტს საკუთარი წინადადებები 31 აგვისტომდე უნდა წარუდგინონ....
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს და 2022 წლის პირველ კვარტალში, სამცხე–ჯავახეთში, მშენებლობის 417 ნებართვა გაიცა. სტატისტიკის თანახმად, ბოლო 16 წელში, სამცხე–ჯავახეთში, მშენებლობის ყველაზე მეტი ნებართვა 2021 წელს გაიცა.
2021 წელს და 2022 წლის პირველ კვარტალში, მშენებლობაზე გაცემული ნებართვების სტატისტიკური მონაცემები მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგია:
ბორჯომის მუნიციპალიტეტი– 201 ნებართვა;
ახალციხის მუნიციპალიტეტი– 96 ნებართვა;
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი– 53 ნებართვა;
ადიგენის მუნიციპალიტეტი– 29...
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს მეორადი ავტომობილების შეძენა სურს. მეორადი ავტომობილების შესაძენად სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. სატვირთოსა და მსუბუქ ავტომობილში სააგენტო 46 500 ლარის გადახდას გეგმავს.
სატენდერო პირობების მიხედვით მეორადი სატვირთო ფურგონი გამოშვებული უნდა იყოს არანაკლებ 2007 წელს. უნდა იყოს თეთრი, რუხი, მწვანე ან მუქი ბორდოსფერი. მოიხმარდეს დიზელს.
ფურგონიანი მსუბუქი ავტომობილი გამოშვებული უნდა იყოს არანაკლებ 2002 წელს. ფერი - თეთრი, რუხი, მწვანე ან მუქი...
გორში საზაფხულო ბაღების გახნის თარიღი შეიცვალა.
სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, საზაფხულო საბავშვო ბაღები 26 ივლისის ნაცვლად, მუშაობას 1 აგვისტოს დაიწყებს.
“სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საზაფხულო ბაღები, 26 ივლისის ნაცვლად, ფუნქციონირებას დაიწყებს 1 აგვისტოს”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, გორში საზაფხულო ბაღები მე-9 და მე-14 საბავშვო ბაღებში გაიხსნება.
კასპში კოსტავას ქუჩა რამდენიმე თვეა გადათხრილია. ადგილობრივი ოპოზიცია ამბობს, რომ სამუშაოები აღნიშნულ გზაზე არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო, თუმცა, ამ დრომდე არ დასრულებულა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“არჩევნების მერე ასეა მიტოვებული და გადაადგილება განსაკუთრებულად ავტომობილებისთვის რთულია”, – ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი შარიფაშვილი.
კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის გზაზე წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ასრულებს.
“წყალმომარაგების კომპანია ცვლის წყლის...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით საგარეჯოში ინტელექტუალური და გასართობი თამაში "ქალაქობანა“ გაიმართება, რომელიც საგარეჯოს ქალაქად აღიარების მე-60 წლისთავს მიეძღვნება. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული პროექტის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და თავისუფალი დროის სწორად გამოყენება. თამაში გუნდური სახით წარიმართება.
თამაშის პირობები ასეთია:
თამაში წარიმართება ღია ცის ქვეშ და მოიცავს ქალაქის სხვადასხვა...
20 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განსახილველი პირველი საკითხი მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესულ ცვლილებებს შეეხებოდა. საკითხის მომხსენებელმა, მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, რომ ბიუჯეტში ცვლილებები ადგილობრივი სახსრების ფარგლებში შევიდა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
„მინდა პატარა განმარტება გავაკეთო, თუ რატომ არის გაზრდილი საწვავის ღირებულება. 2,70-2,80 ლარიდან საწვავის ღირებულება ავიდა 4 ლარამდე და ამასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტს საწვავის...
ნაციონალური მოძრაობა მიმართავს პროკურატურას, ხელვაჩაურში საბიუჯეტო თანხების ხარჯვის საკითხი შეისწავლოს. ოპოზიცია კორუფციაზე საუბრობს. საქმე ახალსოფლის საბავშო ბაღს ეხება. შენობა უკვე ორი წელიაუფუნქციოა, ხოლო, 180-მდე აღსაზრდელი საბავშვო ბაღის გარეშეა დარჩენილი. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ბაღი ახალსოფელში 2017 წელს გაიხსნა, თუმცა, სამი წლის შემდეგ დაიხურა, რადგან შენობა ავარიული აღმოჩნდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პროექტი თავიდანვე არაერთი ხარვეზით, გეოლოგიური შესწავლის გარეშე შესრულდა. ბაღის მშენებლობისთვის...
წინა სტატია
კორონავირუსის გავრცელების ტემპი ბოლო კვირის განმავლობაში შემცირებულია - საზოგადოებაში პანიკა არ არის, პროგნოზულად არ არის ის ვითარება, რომ ისეთი ტალღა გვქონდეს, როგორიც გასულ აგვისტოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია.
„მოგეხსენებათ, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევები მზარდია. ეპიდვითარებისთვის დამახასიათებელი ყველა ინდიკატორი გაზრდილია, მაგრამ ოდნავ დამამშვიდებელია ის, რომ შემცირდა რეპროდუქციის...
მესამე დოზასა და მეორე „ბუსტერზე“ იმატებს რეგისტრაცია, განსაკუთრებით 50 წელს ზემოთ მოსახლეობა აქტიურობს, თუმცა დღეში 600 აცრა ზღვაში წვეთია, ჩვენ გაცილებით მეტი გვჭირდება, „ბუსტერიზაცია“ სერიოზულად იცავს, - ამის შესახებ დაავადებათაკონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ვაქცინაციის სტატისტიკაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, იმუნიზაციის ყოველდღიურმა მაჩვენებელმა „ოდნავ მოიმატა“.
„აცრის რაოდენობის ოდნავი მატება გვქონდა, თუ დღეში საშუალოდ 300-400 აცრა იყო, ახლა 600-მდე გვქონდა. განსაკუთრებით...
ბათუმის შემდეგ ფესტივალს „Kobuleti Fest 2022” უკვე ქობულეთი უმასპინძლებს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 24 ივლისს ყველაზე ფერადი და საინტერესო ფესტივალი საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე მუსიკალური ბენდები „ასეა სულ“, „ოჩის ქოხი“ და „ღამის შოუს ბენდი“ იზრუნებენ.
„ფესტივალის პარალელურად დაგეგმილია ქობულეთის ახალი ბულვარის ტერიტორიის გახსნა (მეგობრობის...
გორში, ჭალის დასახლებაში, სპორტული კომპლექსისა და მინიმოედნის მოწყობა იგეგმება.
ჭალის დასახლებაში სპორტული კომპლექსისა და მინიმოედნის, ასევე აბრამიშვილის ქუჩის და ბარნოვის ქუჩის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოებისთვის, საინჟინრო-საპროექტო მომსახურების შესასყიდად გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
უწყებამ აღნიშნული მომსახურებისთვის 25 600 ლარი გაითვალისწინა.
სატენდერო პირობების მიხედვით შერჩეულმა კომპანიამ მომსახურების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა უზრუნველყოს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილში გზის დაგება გადაწყდა, – ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
საკრებულოს პროექტი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის უფროსმა გიორგი პაპიაშვილმა წარუდგინა.
“საკრებულოს წევრებმა კენჭი უყარეს ცვლილებებს „2022 წელს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის №76 განკარგულებაში, რის შედეგად არსებულ...
სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მიმართვა გაავრცელეს, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. მიმართვას ხელს რეგიონში მოქმედი 18 ორგანიზაცია აწერს
"სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც წარმოვადგენთ რეგიონის ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვან საზოგადოებას, ვეხმიანებით ევროკავშირის რეკომენდაციებს საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ვაცხადებთ შემდეგს:
1. მივესალმებით, ევროკავშირის გადაწყვეტილებას უკრაინასა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე და მეგობარ ქვეყნებს წარმატებას ვუსურვებთ.
2. გვჯერა, რომ ევროკავშირის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































