საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან ხელმოწერილი სასესხო შეთანხმების ფარგლებში, კახეთში ახალი ოთხზოლიანი მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა.
294 708 024 მილიონი ლარის ღირებულების საერთაშორისო ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ეს კახეთის ახალი მაგისტრალის რიგით მეოთხე მონაკვეთი იქნება. ამ მონაკვეთზე ერთი კილომეტრის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 17.35 მილიონი ლარია.
სატენდერო პირობების თანახმად, დაინტერესებულმა კომპანიებმა საავტომობილო გზების დეპარტამენტს საკუთარი წინადადებები 31 აგვისტომდე უნდა წარუდგინონ. ამასთან, მსოფლიო ბანკის მოთხოვნების შესაბამისად, ტენდერში მონაწილე კომპანიას ბოლო 5 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს მინიმუმ $80 მილიონი დოლარის წლიური ბრუნვა და მინიმუმ 10 მილიონი დოლარის ლიკვიდური სახსრები.