გორში, ჭალის დასახლებაში, სპორტული კომპლექსისა და მინიმოედნის მოწყობა იგეგმება

360

გორში, ჭალის დასახლებაში, სპორტული კომპლექსისა და მინიმოედნის მოწყობა იგეგმება.

ჭალის დასახლებაში სპორტული კომპლექსისა და მინიმოედნის, ასევე აბრამიშვილის ქუჩის და ბარნოვის ქუჩის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოებისთვის, საინჟინრო-საპროექტო მომსახურების შესასყიდად გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

უწყებამ აღნიშნული მომსახურებისთვის 25 600 ლარი გაითვალისწინა.

სატენდერო პირობების მიხედვით შერჩეულმა კომპანიამ მომსახურების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა უზრუნველყოს.