24 ივლისს ქობულეთი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს

828

ბათუმის შემდეგ ფესტივალს „Kobuleti Fest 2022” უკვე ქობულეთი უმასპინძლებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 24 ივლისს ყველაზე ფერადი და საინტერესო ფესტივალი საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე მუსიკალური ბენდები „ასეა სულ“, „ოჩის ქოხი“ და „ღამის შოუს ბენდი“ იზრუნებენ.

„ფესტივალის პარალელურად დაგეგმილია ქობულეთის ახალი ბულვარის ტერიტორიის გახსნა (მეგობრობის ქუჩა #30 მიმდებარედ). დღის განმავლობაში, ახალი ბულვარის მიმდებარედ ზღვის სანაპიროზე დრამების შოუ, ფრანების შოუ, საბავშვო და სპორტული აქტივობებია დაგეგმილი. ფესტივალის ფარგლებში ცენტრალურ პარკშივე იფუქნციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილისა და კერძების შეკვეთა იქნება შესაძლებელი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

12 :00 – 20 :00 ახალი ბულვარის ტერიტორია (მეგობრობის ქუჩა #30 მიმდებარედ):

  • ფრანებისფესტივალიდა DJ სანაპიროზე
  • სპორტულიაქტივობები ( ქვიშისფრენბურთი/მაგიდისჩოგბურთი)
  • დრამებისშოუ
  • საბავშვოგასართობიაქტივობები
  • ანიმატორები
  • მასკოტები, სახისმოხატვა
  • საპნისბუშტებისშოუ
  • სარკიანიპატარააუზები
  • საზაფხულოდეკორაციებიდაფოტოკუთხეები

20:00 – 01:00 ქობულეთის ცენტრალური პარკი

20:00 – 01:0 – გალაკონცერტი

  • 20:00 ბენდი„ასეა სულ“
  • 21:00 ბენდი ოჩოს ქოხი
  • 22:00 ღამის შოუს ბენდი
  • 22:30 ფოიერვერკი
  • 23:00 DJ ნუგო

ქობულეთის ფესტივალი ტრადიციული, გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. ის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება.