სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მიმართვა გაავრცელეს, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. მიმართვას ხელს რეგიონში მოქმედი 18 ორგანიზაცია აწერს
“სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც წარმოვადგენთ რეგიონის ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვან საზოგადოებას, ვეხმიანებით ევროკავშირის რეკომენდაციებს საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ვაცხადებთ შემდეგს:
1. მივესალმებით, ევროკავშირის გადაწყვეტილებას უკრაინასა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე და მეგობარ ქვეყნებს წარმატებას ვუსურვებთ.
2. გვჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი გარანტია.
3. გვჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა არის მყარი გარანტი, რათა დაცულ იქნას ადამიანის, მათ შორის უმცირესობების უფლებები, რადგან ევროკავშირია ის სივრცე, სადაც სრულად მოქმედებს სამართლის უზენაესობა, მონაწილეობითი თვითმმართველობა და დაცულია ღირსეული ცხოვრების, განათლებისა და შრომის პირობები.
4. გვესმის, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული პერსპექტივა და გამოთქმული რეკომენდაციები გვანიჭებს დიდ პასუხისმგებლობას, რადგან ვაცნობიერებთ, თუ რა შანსის და ამავდროულად, რა გამოწვევის წინაშე დგას დღეს მთელი ქვეყანა.
5. გაცნობიერებული გვაქვს, რომ ამ საკვანძო მომენტში, მთელ ქვეყანასთან ერთად, მნიშვნელოვანია რეგიონის სამოქალაქო აქტივიზმი ევროპული პერსპექტივისა და ღირებულებების დასაცავად და ყველა ღონეს მივმართავთ ამ მიზნისკენ.
მივმართავთ, საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირის ინსტიტუტებს, რათა გაითვალისწინონ სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან მიმართებით”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
1.ა(ა)იპ საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი „კავკასია“ ახალციხის ოფისი – დირექტორი: ზურაბ ყულჯანიშვილი
2. ა(ა)იპ ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი – გამგეობის თავმჯდომარე: მარინე სუდაძე
3. ა(ა)იპ ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი – დირექტორი: მახარე მაცუკატოვი
4. ა(ა)იპ ასოციაცია „ტოლერანტი“ – დირექტორი: ცირა მესხიშვილი
5. ა(ა)იპ სამცხე – ჯავახეთის განვითარების ცენტრი – მენეჯერი: ნინო ლომიძე
6. ა(ა)იპ ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრი – დირექტორი: თამარ კაპანაძე
7. ა(ა)იპ ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრი – დირექტორი: შორენა თეთვაძე
8. ა(ა)იპ დემოკრატ მესხთა კავშირი – აღმასრულებელი დირექტორი: გიორგი ანდღულაძე
9. ა(ა)იპ ქალები ჯავახეთის მომავლისათვის-დირექტორი: დალი აღდგომელაძე
10. ა(ა)იპ მწვანე გზაჯვარედინი -დირექტორები ქრისტინე მარაბიან, გოარიკ ავაკიან
11. კავშირი ,,ხოდო’’-თავმჯდომარე: სამველ ხოდიკიან
12. სამცხე-ჯავახეთის ბერძენთა კავშირი,,პატრიდა’’-თავმჯდომარე:მიხაილ კოლიკიდი
13.ა(ა)იპ ნინოწმინდის სათემო რადიო-ტვ «ნორი»-თავმჯდომარე: არარატ თთთიან
14. ააიპ ღია საზღვრები – თავმჯდომარე რიმა ღარიბიან
15. ა(ა)იპ სამცხე-ჯავახეთის ქალები მშვიდობიანი საქართველოსთვის-დირექტორი: ნაზელი დემურჩიან
16. ა(ა)იპ “სასოფლო საკონსულტაციო სამსახური” – დირექტორი: გურამი ჯინჭველაძე
17. ა(ა)იპ სამცხე-ჯავახეთის მედია ანალიტიკური ცენტრი – დირექტორი: ედუარდ აივაზიანი
18. ა(ა)იპ სამცხე – ჯავახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტო – ნანა ზუბაშვილი