გორში საზაფხულო ბაღების გახსნის თარიღი შეიცვალა

231

გორში საზაფხულო ბაღების გახნის თარიღი შეიცვალა.

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, საზაფხულო საბავშვო ბაღები 26 ივლისის ნაცვლად, მუშაობას 1 აგვისტოს დაიწყებს.

“სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საზაფხულო ბაღები, 26 ივლისის ნაცვლად, ფუნქციონირებას დაიწყებს 1 აგვისტოს”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, გორში საზაფხულო ბაღები მე-9 და მე-14 საბავშვო ბაღებში გაიხსნება.