გორში მდინარე მტკვრის კალაპოტში, ძველი ხიდიდან პარკ ახალბაღის ტერიტორიამდე, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მოსაწყობად 3 852 120 ლარის ღირებულების  ტენდერი გამოცხადდა. პროექტის მიხედვით, საყრდენი კედლების გარდა დაგეგმილია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაც. ტენდერით შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღეში უნდა შეასრულოს.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სარაჯიშვილი-ზღვის უბნის დამაკავშირებელი საბაგირო პროექტი მზად არის. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პროექტი რუსთაველისა და მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობის დასრულების შემდეგ განხორციელდება. "პროექტი გამზადებულია, თუმცა პირველ ეტაპზე, რუსთაველისა და მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მომავალი წლისთვის დასრულდება და შემდეგი ეტაპი ეს კონკრეტული პროექტი იქნება," - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, თბილისის მერიის ინფორმაციით, სარაჯიშვილი-ზღვის უბნის ხაზი მეტროსადგურ "სარაჯიშვილის" მიმდებარე ტერიტორიას...
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში, ლიბანის სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა. სამუშაოების ფარგლებში, 6 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, განახლდა საფეხმავლო ბილიკები, მოეწყო ველობილიკი, გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, სასმელი წყლის შადრევანი, განთავსდა საპარკე ინვენტარი, ასევე, საბავშვო და სპორტული მოედნები და მოსასვენებელი პავილიონი.   „დედაქალაქს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე - ლიბანის სკვერი შეემატა. გვახსოვს აქ რა მდგომარეობა იყო. დღეს კი ყველაფერი განახლებული...
წინა სტატია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში ახალი სკოლის მშენებლობა დაასრულა. სკოლის მშენებლობა საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსდა. "ახალი სკოლის მშენებლომადე, სოფელ ქვემო მაჩხაანში ბავშვები თეატრის ძველ შენობაში სწავლობდნენ. 90 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. სკოლაში 9  საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია...
წინა სტატია მიმდინარე წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები 80,0 მლნ ლარით იზრდება და 2 975,0 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება. მთავრობის ინფორმაციით, ასიგნებების ზრდა ძირითადად დაკავშირებულია 2023 წელს საქართველოში დაგეგმილ ფეხბურთში ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის მასპინძლობისთვის საფეხბურთო სტადიონების მშენებლობა-რეაბილიტაციასთან. გარდა ამისა, სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში ხორციელდება პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება. პროგრამები განსაზღვრულია შემდეგი მოცულობით: საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია - 1 852,9 მლნ ლარი; რეგიონალური...
2022 წლის ბიუჯეტის პროექტით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 6 237,3 მლნ ლარით განისაზღვრება, რაც თავდაპირველ დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 210,0 მლნ ლარით. მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული ზრდის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი: სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმარება მიმდინარე წლის 1-ელი ივნისიდან 50 ლარით გაიზარდა და 150 ლარის ოდენობით განისაზღვრა. შესაბამისად, პროგრამის დასაფინანსებლად დამატებით 86,2 მლნ ლარი გამოიყოფა; მაღალმთიან დასახლებებში დაწესებული...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 150.0 მლნ ლარით იზრდება და 743,1 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება. ამას 2022 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა. მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული თანხის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე წელს დაწყებული ახალი პროგრამის დასაფინანსებლად 40,0 მლნ ლარი გამოიყოფა. რთველის დასაფინანსებლად დამატებით 40,0 მლნ ლარი გამოიყოფა. შეღავათიანი აგროკრედიტების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია...
წინა სტატია მთავრობის ვალის შემცირება და ახალი პროექტების დაფინანსება - ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შევა. ფინანსთა სამინისტრომ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი კორექტირების მიზნით პარლამენტს უკვე გაუგზავნა. საკანონმდებლო ორგანო ამ მიმართულებით მუშაობას იწყებს - ბიუროს სხდომაზე დოკუმენტი კომიტეტებს განსახილველად დაეწერება, კორექტირებულ ვერსიას კი პარლამენტი ოქტომბრის პირველ სასესიო კვირაში დაამტკიცებს. 2022 წელს მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით, ქვეყანა საგარეო ვალის გადახდას 51-ის...
ახალი სასწავლო წლიდან სკოლების ტერიტორიაზე არსებულ საკვებ დაწესებულებებს შეზღუდვები მოეხსნებათ. განათლების სამინისტროს ცნობით, ასევე, აღდგება სასკოლო წრეების ფუნქციონირება. „განათლების და მეცნიერების სამინისტროს განახლებული რეკომენდაციები სკოლის ტერიტორიაზე არსებული საკვები დაწესებულებებისა და სასკოლო წრეების შეზღუდვების მოხსნასაც ითვალისწინებს. შესაბამისად, 2022-2023 სასწავლო წლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განახლდება სასკოლო ბუფეტებისა და სასკოლო წრეების ფუნქციონირება. სკოლებში ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ...
ბათუმის საკრებულოს სხდომა, რომელიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მოწვევით დაინიშნა, კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, სხდომაზე ბათუმის კინოფესტივალ BIAF –ის დაფინანსების საკითხის განხილვას ითხოვდნენ. მათი თქმით, ბიუჯეტში ცვლილება უნდა მოხდეს და კინოფესტივალი დაფინანსდეს. ოპოზიციის წევრების თქმით, მმართველი გუნდი კინოფესტივალის ორგანიზატორებს მიზანმიმართულად არ აფინანსებს, რომ კინოფესტივალი გაიმართოს. თავის მხრივ, “ქართულ ოცნებაში” განაცხადეს, რომ როდესაც კინოფესტივალ BIAF –ის დაფინანსებაზე...
ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური სწავლების რეჟიმი შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო აქვეყნებს. კერძოდ, უწყების ცნობით, 2022-2023 სასწავლო წლიდან დისტანციური სწავლების არჩევის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რისკჯგუფს წარმოადგენენ – შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობისა და მშობლის მიმართვის საფუძველზე, მათ ექნებათ საშუალება გადავიდნენ შინ სწავლების რეჟიმზე. „Covid-19-ის გამოვლენის შემთხვევაში, ვირუსის შიდა გავრცელების თავიდან აცილების...
განათლების და მეცნიერების სამინისტრო ახალი სასწავლო წლისთვის, გაუმჯობესებული ეპიდვითარების გათვალისწინებით განახლებულ რეკომენდაციებს აქვეყნებს. როგორც უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გაუქმებულია სკოლის შენობაში დეზობარიერის გავლით შესვლის, თერმოსკრინინგის განხორციელებისა და პირბადის ტარების ვალდებულება. სკოლაში პირბადე საიზოლაციო სივრცეში მყოფმა და დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულმა პირებმა 10 დღის განმავლობაში უნდა ატარონ. რაც შეეხება ჰიბრიდული სწავლების რეჟიმს, დისტანციური სწავლების რეჟიმის არჩევას გულისხმობს, სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ...
მაჭავარიანის ქუჩაზე გზის მოწყობა დღის ბოლომდე დასრულდება და საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გასულ წელს, ქართველი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით განხორციელებული საპრევენციო სამუშაოების შემდეგ, გადაადგილება აღნიშნულ გზაზე უსაფრთხო გახდა. „მაჭავარიანის ქუჩაზე გუშინ ღამით დავიწყეთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გზის დაგება, მოასფალტება. ეს არის ბოლო ფენა და დღის ბოლოსთვის სამუშაოები მთლიანად დასრულებული იქნება. ახლაც...
თბილისის მერია პროგრამის - „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში, 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს, -  ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროგრამა საპილოტეა და პირველ ეტაპზე, 2023 წლის პირველ იანვრამდე, ორ მუნიციპალურ სპორტულ ცენტრში განხორციელდება. „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია არამხოლოდ ახალგაზრდების, არამედ ყველა ასაკის ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, პროგრამა, რომელიც ჩვენ...
მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, სატყეოს ქუჩაზე გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, დასრულებულ სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, მერის მოადგილე კახა გულედანი და თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე გაეცნენ. „შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. სატყეოს ქუჩა სრულად ამორტიზებული იყო და ადგილობრივ მცხოვრებლებს გადაადგილება უჭირდათ, განსაკუთრებით უხვი ნალექის დროს. სამუშაოების შედეგად, ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდა, რაც მომავალი ათწლეულების განმავლობაში დისკომფორტს...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასა და საერთაშორისო ორგანიზაცია „HEKS EPER Georgia“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მარნეულის მერიის ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და აღნიშნული ორგანიზაციის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ მოაწერეს. „მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი, „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის”, სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას ემსახურება. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით HEKS-EPER-ის მიერ რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციებთან...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ