საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში ახალი სკოლის მშენებლობა დაასრულა.
სკოლის მშენებლობა საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსდა.
“ახალი სკოლის მშენებლომადე, სოფელ ქვემო მაჩხაანში ბავშვები თეატრის ძველ შენობაში სწავლობდნენ. 90 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. სკოლაში 9 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია მოეწყო.
საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყო სკოლის ეზოც, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის”, – განმარტავენ სამინისტროში.
მათივე ცნობით, სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება, თუმცა, 90-მდე მოსწავლე უკვე გამართული სასკოლო ინფრასტრუქტურის პირობებში და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებს სწავლის გაგრძელებას.