რთველის დასაფინანსებლად დამატებით 40 მლნ ლარი, შეღავათიანი აგროკრედიტების დასაფინანსებლად კი 55,0 მლნ ლარი გამოიყოფა

263

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 150.0 მლნ ლარით იზრდება და 743,1 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება. ამას 2022 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული თანხის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე წელს დაწყებული ახალი პროგრამის დასაფინანსებლად 40,0 მლნ ლარი გამოიყოფა.

რთველის დასაფინანსებლად დამატებით 40,0 მლნ ლარი გამოიყოფა.

შეღავათიანი აგროკრედიტების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია დამატებით 55,0 მლნ ლარის გამოყოფა.

გარდა ამისა, პროგრამის “დანერგე მომავალი“ დაფინანსება იზრდება 10,0 მლნ ლარით.

საბიუჯეტო ცვლილებების ფარგლებში, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ასიგნებები გაზრდილია 5,0 მლნ ლარით.

საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა. განხილვები პროცესი 15 სექტემბრიდან დაიწყება.