მიმდინარე წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები 80,0 მლნ ლარით იზრდება და 2 975,0 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება.
მთავრობის ინფორმაციით, ასიგნებების ზრდა ძირითადად დაკავშირებულია 2023 წელს საქართველოში დაგეგმილ ფეხბურთში ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის მასპინძლობისთვის საფეხბურთო სტადიონების მშენებლობა-რეაბილიტაციასთან.
გარდა ამისა, სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში ხორციელდება პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება. პროგრამები განსაზღვრულია შემდეგი მოცულობით: საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია – 1 852,9 მლნ ლარი; რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია – 531,5 მლნ ლარი; წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია 444,9 მლნ ლარი; მყარი ნარჩენების მართვა – 33,5 მლნ ლარი; ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია – 93,0 მლნ ლარი; სხვა დანარჩენი პროგრამები – 19,2 მლნ ლარი;
საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა. განხილვები პროცესი 15 სექტემბრიდან დაიწყება.