თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სარაჯიშვილი-ზღვის უბნის დამაკავშირებელი საბაგირო პროექტი მზად არის.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პროექტი რუსთაველისა და მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობის დასრულების შემდეგ განხორციელდება.
“პროექტი გამზადებულია, თუმცა პირველ ეტაპზე, რუსთაველისა და მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მომავალი წლისთვის დასრულდება და შემდეგი ეტაპი ეს კონკრეტული პროექტი იქნება,” – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისის მერიის ინფორმაციით, სარაჯიშვილი-ზღვის უბნის ხაზი მეტროსადგურ “სარაჯიშვილის” მიმდებარე ტერიტორიას ზღვის უბნის დასახლებასთან დააკავშირებს. კახა კალაძის განცხადებით, საბაგიროს სადგური აუცილებლად თემქის ხევში უნდა განთავსდეს.