ბათუმის საკრებულოს სხდომა, რომელიც “ნაცმოძრაობის” მოწვევით დაინიშნა, კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა

363

ბათუმის საკრებულოს სხდომა, რომელიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მოწვევით დაინიშნა, კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, სხდომაზე ბათუმის კინოფესტივალ BIAF –ის დაფინანსების საკითხის განხილვას ითხოვდნენ. მათი თქმით, ბიუჯეტში ცვლილება უნდა მოხდეს და კინოფესტივალი დაფინანსდეს.

ოპოზიციის წევრების თქმით, მმართველი გუნდი კინოფესტივალის ორგანიზატორებს მიზანმიმართულად არ აფინანსებს, რომ კინოფესტივალი გაიმართოს. თავის მხრივ, “ქართულ ოცნებაში” განაცხადეს, რომ როდესაც კინოფესტივალ BIAF –ის დაფინანსებაზე განაცხადი შევიდა, ფესტივალებისთვის გამოყოფილი თანხა უკვე სხვადასხვა ფესტივალზე იყო გადანაწილებული. “ქართულმა ოცნებამ”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკური შოეუების მოწყობაში დაადანაშაულა.