ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტი კორექტირების მიზნით პარლამენტს გადაუგზავნა

295

წინა სტატია

მთავრობის ვალის შემცირება და ახალი პროექტების დაფინანსება – ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შევა.

ფინანსთა სამინისტრომ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი კორექტირების მიზნით პარლამენტს უკვე გაუგზავნა. საკანონმდებლო ორგანო ამ მიმართულებით მუშაობას იწყებს – ბიუროს სხდომაზე დოკუმენტი კომიტეტებს განსახილველად დაეწერება, კორექტირებულ ვერსიას კი პარლამენტი ოქტომბრის პირველ სასესიო კვირაში დაამტკიცებს.

2022 წელს მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით, ქვეყანა საგარეო ვალის გადახდას 51-ის ნაცვლად,40 %-ით დაასრულებს.

ბიუჯეტის დეფიციტისა და ვალის შემცირება სახელმწიფო პრიორიტეტებში ნომერ პირველ საკითხად დაისახა. ჯანდაცვა, თავდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურა – ეს სხვადასხვა უწყების იმ პროგრამების ჩამონათვალია, რომლის თანახარჯებსაც მთავრობა მიღებული შემოსავლის მიხედვით, რამდენიმე მილიონით გაზრდის.