გორში ძველი ხიდიდან ახალბაღის ტერიტორიამდე საყრდენი კედლები მოეწყობა

326

გორში მდინარე მტკვრის კალაპოტში, ძველი ხიდიდან პარკ ახალბაღის ტერიტორიამდე, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მოსაწყობად 3 852 120 ლარის ღირებულების  ტენდერი გამოცხადდა.

პროექტის მიხედვით, საყრდენი კედლების გარდა დაგეგმილია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაც.

ტენდერით შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღეში უნდა შეასრულოს.