მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახკერპის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის პირველი ზარი ამბულატორიაში დაირეკა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
საგანმანათლებლო დაწესებულების ავარიულობის გამო სასწავლო პროცესი სოფელში მდებარე სამედიცინო პუნქტში გაგრძელდება. სკოლა 100 წელზე მეტს ითვლის. როგორც პედაგოგები ამბობენ, შენობის მდგომარეობა დმანისში მომხდარი მიწისძვირის შემდეგ გაუარესდა. ვარაუდობენ, რომ ახალ სკოლას აუშენებენ, სადაც ძველისგან განსხვავებით, ბუფეტი, სპორტული დარბაზი, ლაბორატორია და მოწესრიგებული კლასები ექნებათ.
"ეს შენობა...
ქალაქ დუშეთის 700 მოსწავლეზე გათვლილი ახლადრეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა.
ვაჟა-ფშაველას სახელობის N1 საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. შედეგად, ახალი სასწავლო წლიდან გაკვეთილების ჩატარება უკვე თანამედროვე სტანდარტების მქონე სივრცეშია შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა როგორც შიდა, ისე გარე ნაწილში. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მოეწყო საკლასო ოთახები, სველი წერტილები, სპორტული მოედნები, ეზოს...
ქარელის სოფელ ურბნისში ახლადრეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა. სკოლის სარეაბილიტაციოდ მუნიციპალური განვითარების ფინდიდან 2 მილიონი ლარი დაიხარჯა.
ქარელის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა ძირითადი კორპუსის კედლები, ტიხრები, იატაკი და ჭერის. ასევე, დამონტაჟდა გათბობის სისტემის მონტაჟი და მოეწყო სველი წერტილები.
ამასთან, სამუშაოების ფარგლებში განახლდა გამწვანება და სპორტული დარბაზი, გაკეთდა ხელოვნურსაფარიანი მოედანი, საფეხმავლო ბილიკი და ძირითადი შენობიდან სპორტულ დარბაზში გადასასვლელად განკუთვნილი დახურული გასასვლელი.
მერიის ცნობით, სკოლა...
კახა ფანიაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს სასამართლო დავა მოუგო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ფანიაშვილი აღნიშნულ სააგენტოში ფინანსური მენეჯერის პოზიციას იკავებდა. ის სამსახურიდან ერთი წლის წინ ხელშეკრულების ვადის გასვლის მიზეზით გაათავისუფლეს, თუმცა, კახა ფანიაშვილი ამას განსახვავებულ პოლიტიკურ შეხედულებას უკავშირებდა.
გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლოს მიმართა, მის ინტერესებს ორგანიზაციის “სამართლიანი არჩევნები” იურისტი იცავდა. სასამრთლომ ტრანსპორტის სააგენტოს დააკისრა კომპენსაციის გადახდა და განაცდურის ანაზღაურება.
” ჩვენ ვითხოვდით განაცდურის ანაზღაურებას, სამსახურში...
დღეიდან სკოლებში, ბაღებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, 2022-2023 სააღმზრდელო წლიდან თბილისის ბაღებში კოვიდპანდემიის პერიოდში დაწესებული სავალდებულო რეგულაციები მოიხსნა.
ასევე, რეგულაციები მოიხსნა სკოლებშიც. გაიხსნა სკოლის სასადილოები და ფუნქციონირება განაახლეს, სასკოლო წრეებმა. გარდა ამისა, შეიზღუდა სკოლებში დისტანციური სწავლების რეჟიმი.
ეკონომიკის სამინისტროში EBRD - ის პრეზიდენტთან შეხვედრა გაიმართა.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოსთან მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა - ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიიღეს მონაწილეობა.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში ახალი სკოლა აშენდა.
როგორც გორის მერიაში აცხადებენ, სოფელ ქერეს სკოლის შენობა, რომელიც 90 მოსწავლეზეა გათვლილი, თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, მოეწყო სკოლის ეზო და სპორტული მოედანიც.
სკოლის სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.
„დღეიდან სოფელ ქერეს ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა მოემსახურება. დღევანდელ დღეს ვულოცავ მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს. განსაკუთრებით ვეფერები პირველკლასელებს.
განათლების მიღების...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სამუხის ველზე, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დროებით აიკრძალა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა ჯეირანის აღდგენის პროექტის განხორციელებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. სროლის ხმა ქურციკებს აფრთხობს, რაც მათი ქცევის შეცვლას იწვევს - გაშლილი ტერიტორიებიდან ინაცვლებს ტყე-ბუჩქნარიან ადგილებზე თავშესაფრის მოძიების და დამალვის მიზნით. შესაბამისად, მგლებისთვის ადვილი მოსანადირებელი...
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ახალი სასწავლო წლიდან კიდევ 73 საჯარო სკოლაში შედის, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ ახლად დანიშნული მანდატურები შიდა ქართლის რეგიონის სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლაში წარადგინა. ტინისხიდის საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ 73 სკოლას შორის, სადაც მანდატურის სამსახურის 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებისას შევიდა.
„საგანმანათლებლო დაწესებულების ახლადდანიშნული...
წინა სტატია
თბილისში, ლოტკინის დასახლებაში, გამოსახლებისას მომხდარი დაპირისპირებისას აღსრულების პოლიციამ სამართალდამცველების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, სამსახურეობრივი ავტომანქანის დაზიანებისა და გამოსახლების პროცესის ხელის შეშლის გამო, 3 პირი, მათ შორის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა კუკავა დააკავა., - განაცხადეს აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
მათივე ინფორმაციით, დაკავებულები თბილისის საქალაქო სასამართლოში არიან გადაყვანილი.
„აღნიშნული საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2019 წელს შემოვიდა. პანდემიის პროცესში გამოსახლების პროცესი შეჩერებული იყო, თუმცა ამ...
ახალ სასწავლო წელს ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები რეაბილიტირებულ შენობაში შეხვდნენ.
„სარებილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა სახურავი, დაზიანებული კარ-ფანჯარა ჩანაცვლდა უმაღლესი ხარისხის ალუმინის მასალით, მოპირკეთდა საპირფარეშოები, გაფართოვდა და გარემონტდა საკლასო ოთახები. მოსწავლეები ისარგებლებენ დიდი, ნათელი ბიბლიოთეკითა და სასადილო სივრცით. კეთილმოეწყო სპორტდარბაზი, ეზოში კი გაკეთდა მინი სტადიონი. სრული რეაბილიტაციის მიუხედავად, სკოლას შეუნარჩუნდა ტრადიციული იერსახე“,- განმარტავენ ბოლნისის მერიაში.
მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის შემდეგ...
წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსის, ასევე, თანამდებობრივი და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებაზე დადგენილი ჯარიმა, შესაძლოა, გაორმაგდეს.
„საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, ჯარიმის ოდენობა 2 000 ლარია, რაც “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული პროექტის სამუშაო ვარიანტით 4 000 ლარამდე იზრდება. ამავე პროექტით პასუხისმგებლობა პირს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან სამი წლის განმავლობაში შეიძლება დაეკისროს.
„საარჩევნო კოდექსის“ პროექტის სამუშაო ვარიანტს მმართველი გუნდი კოდექსის გადასინჯვის მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფს...
პარტიების მიერ წლის განმავლობაში დასახარჯი თანხის ზედა ზღვარი, შესაძლოა, შემცირდეს - “ქართული ოცნება“ პოლიტიკურ გაერთიანებებს ინიციატივას სთავაზობს, რომლის თანახმადაც, თითოეულ პარტიას წლის განმავლობაში მშპ-ს 0.05%-ზე მეტის დახარჯვის შესაძლებლობა არ ექნება.
მოქმედი კანონით, პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%-ს არ უნდა აღემატებოდეს, რაც დღევანდელი მონაცემებით დაახლოებით 60 მილიონი ლარია.
“ევროპის საბჭოს სტრუქტურული ერთეულის...
2023 წლისთვის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ტურისტების მოზიდვისა და სერვისი-ტურისტული პროდუქტების განვითარების მიმართულებით 14 მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2019 წელთან შედარებით, უწყების ბიუჯეტი შემდეგ წელს შესაძლოა 53%-ით გაიზარდოს. ბიუჯეტის პროექტის განხილვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროში გაიმართა.
„2023 წელს, აჭარის ტურისტული პოტენციალის სამიზნე ქვეყნებში პოპულარიზაციისთვის +28%-ით მეტი, 6, 375 000 ლარის გამოყოფა იგეგმება. 2019 წელთან შედარებით 77%-ით იზრდება...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოშურში ახალგაზრდული სივრცე ეწყობა. სამუშაოებს კომპანია “რედი” 54 443 ლარად ასრულებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
აღნიშნული ცენრტრი სოფლის ადმინისტრაციული შენობის თავისუფალ სივრცეში ეწყობა.
სარეაბილიტაციო სამუსაოების პირველ ეტაპზე დაგეგმილი იყო არსებული კარ-ფანჯრებისა და დაზიანებული ნალესის დემონტაჟი. ასევე, პროექტის მიხედვით დაგეგმილია, სივრცის სრული რეაბილიტაცია, შესაბამისი ავეჯითა და ტექნიკით მოწყობა.
ტენდერში შერჩეულ კომპანიას სამუშაოების დასასრულებლად 45 დღე აქვს.
16, 17 და 18 სექტემბერს ჭიათურა სათავგადასავლო ტურიზმის საერთაშორისო ფესტივალს "Adventure 2022" უმასპინძლებს.
"ვიცნობთ როგორც მაღაროს ქალაქს, მანგანუმის მადნის საბადოდ, თუმცა ჭიათურა ამაზე გაცილებით მეტია. უძველესი არქეოლოგიურ-კულტურული ძეგლები, კარსტული მღვიმეები, ტაძრები და ციხე-სიმაგრეები — ჭიათურაში ყველაფერია იმისთვის, რომ ეს ქალაქი საქართველოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ზონად ჩამოყალიბდეს.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჭიათურის სათავგადასავლო ფესტივალი — "Adventure 2022", რომელიც კომპანია ჯორჯიან მანგანეზის ინიციატივითა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































