გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოშურში ახალგაზრდული სივრცე ეწყობა. სამუშაოებს კომპანია “რედი” 54 443 ლარად ასრულებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
აღნიშნული ცენრტრი სოფლის ადმინისტრაციული შენობის თავისუფალ სივრცეში ეწყობა.
სარეაბილიტაციო სამუსაოების პირველ ეტაპზე დაგეგმილი იყო არსებული კარ-ფანჯრებისა და დაზიანებული ნალესის დემონტაჟი. ასევე, პროექტის მიხედვით დაგეგმილია, სივრცის სრული რეაბილიტაცია, შესაბამისი ავეჯითა და ტექნიკით მოწყობა.
ტენდერში შერჩეულ კომპანიას სამუშაოების დასასრულებლად 45 დღე აქვს.