ქარელის სოფელ ურბნისში ახლადრეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

311

ქარელის სოფელ ურბნისში ახლადრეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა. სკოლის სარეაბილიტაციოდ მუნიციპალური განვითარების ფინდიდან 2 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ქარელის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა ძირითადი კორპუსის კედლები, ტიხრები, იატაკი და ჭერის. ასევე, დამონტაჟდა გათბობის სისტემის მონტაჟი და მოეწყო სველი წერტილები.

ამასთან, სამუშაოების ფარგლებში განახლდა გამწვანება და სპორტული დარბაზი, გაკეთდა ხელოვნურსაფარიანი მოედანი, საფეხმავლო ბილიკი და ძირითადი შენობიდან სპორტულ დარბაზში გადასასვლელად განკუთვნილი დახურული გასასვლელი.

მერიის ცნობით, სკოლა სრულად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის.