გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში ახალი სკოლა აშენდა.
როგორც გორის მერიაში აცხადებენ, სოფელ ქერეს სკოლის შენობა, რომელიც 90 მოსწავლეზეა გათვლილი, თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, მოეწყო სკოლის ეზო და სპორტული მოედანიც.
სკოლის სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.
„დღეიდან სოფელ ქერეს ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა მოემსახურება. დღევანდელ დღეს ვულოცავ მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს. განსაკუთრებით ვეფერები პირველკლასელებს.
განათლების მიღების პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას. ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი როგორც განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ისე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა.
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა მოსწავლეს ვუსურვებ წარმატებულ, საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო წელს,” – აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტს მერის მოადგილემ, თამაზ შიოშვილმა.
https://www.facebook.com/CityHallofGori/posts/pfbid023j9hBRifQHSHikT8cQBgo1q9p7JpoNJojG1ZSuQLncMVbD8iEBHDnrWwb7ru5q8Bl
შეგეხასენებთ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი სასწავლო წლისთვის კიდევ 22 სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია დაასრულა.