წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსის, ასევე, თანამდებობრივი და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებაზე დადგენილი ჯარიმა, შესაძლოა, გაორმაგდეს.
„საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, ჯარიმის ოდენობა 2 000 ლარია, რაც “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული პროექტის სამუშაო ვარიანტით 4 000 ლარამდე იზრდება. ამავე პროექტით პასუხისმგებლობა პირს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან სამი წლის განმავლობაში შეიძლება დაეკისროს.
„საარჩევნო კოდექსის“ პროექტის სამუშაო ვარიანტს მმართველი გუნდი კოდექსის გადასინჯვის მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფს აცნობს.