ქუთაისში 2023 წელს ახალი საშობაო ნაძვის ხით შეხვდებიან. მერიამ ახალი ნაძვის ხის შესაძენად 155 000 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტი ქალაქს 2022 წლის 10 დეკემბრამდე მიაწოდოს.
ტექნიკურ მახასიათებლებში მითითებულია, რომ ნაძვის ხის სიმაღლე უნდა იყოს 16 მეტრი და უნდა გააჩნდეს კონუსის ფორმა.
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ფაქტი ძალიან სამწუხაროა. პასუხისმგებლობას ამაზე მეც ვგრძნობ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა კლინიკა „ნიუჰოსპიტალსის“ დატოვების შემდეგ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას - ვისი პასუხისმგებლობაა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია.
მინისტრმა მწუხარება გამოთქვა მოზარდის გარდაცვალების გამო და მის ოჯახს მიუსამძიმრა.
ცნობისთვის, შადრევანი, რომელმაც 13 ოქტომბერს 13 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა, დედაქალაქის მერიამ საზეიმოდ 12 ოქტომბერს გახსნა.
ამ ეტაპზე, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის...
ახალციხის საკრებულოში ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ახალი თავმჯდომარე ჰყავს. მარიამ დალალიშვილი, ამავე პარტიის წევრმა დავით ახალკაცმა ჩაანაცვლა. უკვე ყოფილი თავმჯდომარე ფრაქციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს. დალალიშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" უკვე დატოვა და დამოუკიდებელ დეპუტატად გადავიდა. მიმდინარე წელს, ეს მეორე შემთხვევაა, როცა "ნაცმოძრაობას" დეპუტატი პარტიდან გადის. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
„მე დავტოვე ფრაქცია და რა თქმა უნდა თავმჯდომარეობაც. ენმ-ს წევრი აღარ ვარ. სადაც...
2021 წლის ოქტომბრიდან მიმდინარე წლის ოქტომბრამდე, პარკირების წესების დარღვევისთვის 17 837 საჯარიმო ოქმი დაწერა, – ვკითხულობთ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ანგარიშში. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, მოქალაქეებმა 3 161 საშვი შეიძინეს.
“2022 წლის მდგომარეობით სულ გადმოცემულია 148 პარკირებისთვის განკუთვნილი ადგილი. მოქალაქეების მიერ შეძენილია 3161 საშვი”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ანგარიშში სააგენტოს გადახდილი და გადაუხდელი ჯარიმების შესახებ ინფორმაცია...
"გორის N3 საბავშვო ბაღთან ერთად, დასრულდა მეჯვრისხევის, მეღვრეკისი და ხელთუბნის საბავშვო ბაღების მშენებლობაც", - წერია ბაღების სააგენტოს ანგარიშში. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის 1 მარტიდან 2022 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირდა და მშენებლობა დასრულდა 4 საბავშვო ბაღში.
“დამთავრდა სოფელ მეჯვრისხევის, სოფელ ხელთუბნის და სოფელ მეღვრეკისის ბაღების მშენებლობა. ამჟამად მიმდინარეობს ამ საბავშვო ბაღების აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი...
გორში ღამბარაულის ქუჩის მიმდებარედ, რძის ყოფილი ქარხნის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო მომსახურების შესასყიდად, გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
აღნიშნული მომსახურების შესასყიდად მერიას 12 700 ლარი აქვს გათვალისწინებული.
“გორში ღამბარაულის ქუჩის მიმდებარედ ყოფილი რძის ქარხანის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად უნდა მომზადდეს დეტალური მუშა პროექტი, რათა შემდგომში ხარისხიანად და გეგმაზომიერად განხორციელდეს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. სავარაუდო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 500 000 ლარს”, – ნათქვამია დოკუმენტაციაში.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ჩვენ ვართ ბევრჯერ გულგრილები, ბევრჯერ უპასუხისმგებლოები, დაუდევრები – ასე ეხმაურება გორის საკრებულოს თავმდჯომარის მოადგილე, თამარ მურალოვა თბილისში, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას.
დეპუტატი ყველას, “მუშიდან დაწყებული ყველა პასუხისმგებელი პირით დამთავრებული” სინდისსა და მორალზე დაფიქრებას ურჩევს,
“უბედურება მოხდა, აუწერელი ტრაგედია, მთავარი უბედურება კიდევ ის არის, რომ პრობლემა ჩვენშია, ადამიანების დაუდევრობით,ზერელე მიდგომით ხდება სწორედ ასეთი ტრაგედიები. რამდენმა ადამიანმა ჩაიხედა ნეტა თავის გულში...
მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ქარელის მერიას საცურაო აუზის მოვლა-პატრონობისთვის 2 მილიონი ლარის დახარჯვა აქვს დაგეგმილი. აღნიშნული ქარელის მერიამ მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლების საშუალოვადიან სამოქმედო გეგმაში ასახა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
დოკუმენტის მიხედვით, მერია ყოველწლიურად საცურაო აუზის დაფინანსებას 500 000 ლარით აპირებს/
ინფორმაციისთვის, ქარელში საცურაო აუზი მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნა. მისი მშენებლობისთვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი სანაკოევი თანამდებობას ტოვებს.
„16 წელი საკმარისია ერთ ადგილზე ყოფნისთვის. მინდა ჩემ ცხოვრებას მივხედო. ბიზნესში მინდა და სხვა სამსახურში უნდა გადავიდე“, - ამბობს სანაკოევი "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება პირადად მიიღო და არ იცის ვინ დაინიშნება მის ადგილას.
ცნობისთვის, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელად სანაკოევი 2006 წელს დაინიშნა.
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში შესაბამისი პირების გამოკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს.
სამმართველოში ამ დრომდე იმყოფებიან კომპანია „გრინსერვის პლუსის“ თანამშრომლები, მათ შორის კომპანიის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, რომლებიც გამოკითხვაზე ჯერ კიდევ გუშინ მივიდნენ. სწორედ ამ სამსახურმა ჩაიბარა ვაკის პარკში რეაბილიტაციის შედეგად განხორციელებული პროექტი.
როგორც თბილისის მერიის გარემოს დაცვის...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
13 ოქტომბერს, ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის გამო, პოლიტიკოსები დედაქალაქის მერის, კახა კალაძის პასუხიმგებლობის საკითხს აყენებენ. ასევე, გუშინდელი დღიდან კალაძის გადადგომას ითხოვენ მოქალაქეები.
როგორც "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე წერს, თბილისის მერი, კახი კალაძე არ გადადგება, რადგან ამისთვის "ნებართვაა საჭირო".
https://www.facebook.com/japaridzez/posts/pfbid02kWz7QkrEaLfu7gnNWzwmGessTuwBUrohmPYukjdPbTsVVpYoBoqaF4WFBvMmJ1K2l
ხოლო, როგორც პარტია "დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია წერს, პოლიტიკოსების მხრიდან ხსოვნის პატივისცემა გამოიხატება იმაში, თუ რას ცვლი რომ ასეთი...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი კვლავ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. როგორც კლინიკაში განაცხადეს, მოზარდის სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია, მას ხელოვნური სედაცია უტარდება და ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე - ე.წ. ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.
რაც შეეხება კიდევ ერთ დაშავებულ მოზარდს, რომელიც იაშვილის კლინიკაში გადის მკურნალობას, კლინიკის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანება არ აქვს...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ფესტივალის „ღვინის დღეები საქართველოში“ ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება გადაიდო. ინფორმაცია ამის შესახებ ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.
"თბილისში მომხდარი ტრაგედიიდან გამომდინარე, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ფესტივალის „ღვინის დღეები საქართველოში“ ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება გადაიდო.
ვიზიარებთ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონშივ. მცხეთის მერიის გადაწყვეტილებით, "მცხეთობა-სვეტიცხოვლობის" სახალხო-სადღესასწაულზე დაგეგმილი...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ქალაქ თბილისში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მცხეთაში დაანონსებულ მცხეთობა-სვეტიცხოვლობის სახალხო-სადღესასწაულო ღონისძიებებს აუქმებს და მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თბილისში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს ამ დიდ ტრაგედიას”, - ნათქვამია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ დიმიტრი ზურაბიშვილის სამძიმარში.
ცნობისთვის, შადრევანი, რომელმაც 13 ოქტომბერს 13 წლის მოზარდის სიცოცხლე...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
„ქრონიკა“ ვაკის პარკის უფროს მებაღეს დევი მეზურნიშვილს ესაუბრა, რომელმაც გუშინ დატრიალებული ტრაგედიის დეტალები გაიხსენა. მისი თქმით, თავადაც ეშინოდა, თუმცა, მოზარდების ამოყვანა მაინც გაბედა.
„ბევრი ხალხი მოძრაობდა. ბავშვების ხმაური და ჟრიამული ისმოდა. უამრავი ადამიანი მოძრაობს ყოველდღიურად. დაახლოებით, შუა ადგილზე ვიდექით, ვმუშაობდით, როდესაც ყვირილი გავიგე და შველას ითხოვდნენ. ბავშვები ვერ გამოდიანო, გამოვიქეცი და რომ მოვედი, დავინახე, რომ იქ იყვნენ ჩაძირულები....
წინა სტატია
შემდეგი სტატია
თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ კანონის წინაშე პასუხი ვაგო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე, ჟურნალისტებს „ნიუ ჰოსპიტალსში“ განუცხადა, სადაც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას დაზარალებული მოზარდი მოინახულა.
როგორც კალაძემ განაცხადა, კლინიკაში მოთავსებული მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.
რაც შეეხება მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, რა დროსაც 13 წლის მოზარდი, მარიტა მეფარიშვილი დაიღუპა, კალაძემ აღნიშნა, რომ გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის, ყველა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































