მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ქარელის მერიას საცურაო აუზის მოვლა-პატრონობისთვის 2 მილიონი ლარის დახარჯვა აქვს დაგეგმილი. აღნიშნული ქარელის მერიამ მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლების საშუალოვადიან სამოქმედო გეგმაში ასახა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
დოკუმენტის მიხედვით, მერია ყოველწლიურად საცურაო აუზის დაფინანსებას 500 000 ლარით აპირებს/
ინფორმაციისთვის, ქარელში საცურაო აუზი მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნა. მისი მშენებლობისთვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.