ქუთაისის მერია ახალ ნაძვის ხეს ყიდულობს

521

ქუთაისში 2023 წელს ახალი საშობაო ნაძვის ხით შეხვდებიან. მერიამ ახალი ნაძვის ხის შესაძენად 155 000 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტი ქალაქს  2022 წლის 10 დეკემბრამდე მიაწოდოს.

ტექნიკურ მახასიათებლებში მითითებულია, რომ ნაძვის ხის სიმაღლე უნდა იყოს 16 მეტრი და უნდა გააჩნდეს კონუსის ფორმა.