როდის გაიხსნება გორის N3, მეჯვრისხევის, მეღვრეკისის და ხელთუბნის საბავშო ბაღები

123

“გორის N3 საბავშვო ბაღთან ერთად, დასრულდა მეჯვრისხევის, მეღვრეკისი და ხელთუბნის საბავშვო ბაღების მშენებლობაც”, – წერია ბაღების სააგენტოს ანგარიშში. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის 1 მარტიდან 2022 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირდა და მშენებლობა დასრულდა 4 საბავშვო ბაღში.

“დამთავრდა სოფელ მეჯვრისხევის, სოფელ ხელთუბნის და სოფელ მეღვრეკისის ბაღების მშენებლობა. ამჟამად მიმდინარეობს ამ საბავშვო ბაღების აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით: ავეჯით, ჭურჭელით, ტექნიკით, სათამაშოებით და სხვადასხვა აუცილებელი ინვენტარით და ნივთებით”, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, სამივე საბავშვო ბაღი ” გაიხსენება უმოკლეს ვადაში“

ახლო მომავალში იგეგმება გორის N3 საბავშვო ბაღის გახსნაც, რომელიც სააგენტოს თქმით, საჭირო ინვენტარითაც უკვე აღჭურვეს და მისი გახსნისთვის, ექპერტიზის დასკვნასღა ელოდებიან.

“ჩვენი მხრიდან ყველაფერი მზადაა, ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, რომ ჩავიბაროთ შენობა და ბაღმა დაიწყოს ფუნქციონირება”, – ამბობენ სააგენტოში.