გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, მდინარეების რიონისა და ენგურის აუზებში ეკოლოგიური მონიტორინგი დაიწყო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირი გარემოსათვის - წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები (EU4WD)“ ფარგლებში მიმდინარეობს.პროექტის მთავარი მიზანია წყლის რესურსების სააუზო მართვის გეგმების შემუშავება და გარემოსდაცვითი მონიტორინგის აქტივობების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში,...
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების სკოლაში, სადაც მშობლები სკოლის რეაბილიტაციის დროულად დასრულებას მოითხოვდნენ, სარემონტო სამუშაოებისთვის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა. ინფორმაცია მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.
"მუნიციპალური განვითრების ფონდი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში, 800 მოსწავლეზე გათვლილ, საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. სკოლაში მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე...
ქუთაისის მერიის შენობაში არსებული მედიაცენტრი გაქურდეს. შემთხვევა დილით მოხდა. სათვალთვალო კამერის ჩანაწერებით ჩანს, რომ ერთი პირი შენობაში ფანჯრიდან შედის.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, წაღებულია მთავარი არხის იმერეთის კორესპონდენტის ლეპტოპი და ტვ პირველის კუთვნილი კამერა.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
წინა სტატია
კულტურის სამინისტრო ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ეძებს. შესაბამისი კონკურსი უწყებამ უკვე გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.
სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამჟამინდელ ხელმძღვანელს რამაზ იოსელიანს თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2023 წლის 3 იანვარს ეწურება. განკარგულების შესაბამისად, იოსელიანს ახალ კონკურსში მონაწილეობის უფლებაც აქვს. რამაზ იოსელიანი ამ პოსტზე 2019 წლის 5 იანვარს დაინიშნა.
პირობების თანახმად, სამხატვრო ხელმძღვანელობის მსურველი უნდა...
წინა სტატია
თბილისის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას განცხადებით ვაკის პარკის მცირე კასკადისა და შადრევნის რეაბილიტიაციის პროექტის დასკვნა ყველა ეტაპზე ცალსახად დადებითი იყო და შესაბამისად, მერიის თანამშრომლებს უფლებაც კი არ ჰქონდათ, რომ ასეთი დასკვნის დროს ჩაბარებაზე თანხმობა არ გაეცათ.
ბასილაიას განცხადებით ვაკის პარკში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და მერიის ინტერესი არის მიზეზების გამოკვლევა, თუ რატომ არ იმუშავა ამა თუ იმ უსაფრთხოების...
2023 წელს ხაშურშის მუნიციპალიტეტში სოციალური საწარმოს შექმნა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ხაშურის საკრებულოს თავჯდომარის, ნინო ლიპარტელიანის თქმით, ხაშურის მერიაში ახალი სოციალური პროგრამა ამოქმედდა, რაც შშმ პირებს ხელს შეუწყობს დასაქმებაში.
"მოგეხსენებათ, რომ მერიაში ჩამოყალიბდა ახალი სოციალური პროგრამა, რაც ხელს შეუწყობს შშმ პირებს დასაქმდნენ. პროგრამა წარმატებით განხორციელდა და ის უკვე გადაგზავნილია მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში და 2023 წელს უკვე გათვალისწინებული იქნება...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
"გადადგეს კალაძე" - ამ ლოზუნგით დედაქალაქის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციას სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მართავენ.
ადგილზე შეკრებილების აზრით, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა სხვა პირებთან ერთად კახა კალაძემაც უნდა აიღოს.
თბილისის მერიასთან, ასევე, მობილიზებულია პოლიცია.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში ახლადრეაბილიტირებულ შადრევანში ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი კი გარდაიცვალა.
შინაგან...
ანა მარგველაშვილი - სათემო განვითარების ცენტრი
„კაცი თუ გონიერია, სოფელი ღონიერია“
ქართული ხალხური ანდაზა
სიღარიბე, უმუშევრობა, მოშლილი და დაძველებული სასოფლო ინფრასტრუქტურა, ხევების, მდინარეების დაბინძურება და თვითნებური ნაგავსაყრელები, დაბალი გარემოსდაცვითი ცნობიერება, სამეურნეო უნარების სიმწირე, საჯარო, თავშეყრის სივრცეების არარსებობა, მოძველებული ბიბლიოთეკა და ამორტიზებული კლუბის შენობა, არაფორმალური განათლებისა და კულტურის სერვისების არქონა – ეს მხოლოდ ნაწილია იმ პრობლემებისა, რომელთაც საქართველოს სოფლებში მოუყრიათ თავი და რომელთა...
წინა სტატია
თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განმარტებით, ვაკის პარკში მდებარე შადრევნის რეაბილიტაციის პროცესი აგვისტოში დასრულდა და მას შემდეგ სისტემის ტესტირება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტი ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას ყოველთვის უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს ითხოვს.
„მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ობიექტი გვაქვს ქალაქში და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები არსად გვქონია. ამ შემთხვევაშიც, გათვალისწინებული იყო კონკრეტული „რელე“, რომელსაც უნდა ემუშავა ძაბვის ცვალებადობის დროს. ახლა გამოძიების საგანია, რატომ...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ლაშა ფურცხვანიძისთვის ბრალის წარდგენას არ ველოდები, არ არის საკმარისი მტკიცებულებები, - ამის შესახებ კომპანია “გრინსერვის პლუსის” დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა, ტარიელ კიკნაძემ ჟურნალისტებს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოსთან განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკვშირებით.
ტარიელ კიკნაძის თქმით, ყველაფერზე ისაუბრებს მხოლოდ მაშინ, რაც საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება.
“დასრულდეს პროცესი და ყველაფერს გეტყვით შემდეგ. მე ვარ ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი. რა თქმა...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკიდან გაწერეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპერსნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს. როგორც საავადმყოფოში განმარტავენ, ბავშვი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით სახლში დღეს გაეწერა.
კიდევ ერთი დაშავებული მოზარდი კი „ნიუ ჰოსპიტალსშია“ მოთავსებული. ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული.
ცნობისთვის, შადრევანი, რომელმაც 13 ოქტომბერს 13 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა, დედაქალაქის მერიამ საზეიმოდ 12 ოქტომბერს გახსნა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ...
რუსთავის ბიუჯეტი გაიზარდა და 103 094 000 ლარი გახდა. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.
ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები რუსთავის საკრებულოს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა მამაიაშვილმა წარუდგინა.
66 700 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერია, 890 000 გაზრდილი შემოსავლები, 142 000 ლარი კი გამოვლენილი ეკონომიები.
აღნიშნული თანხიდან ძირითადი ნაწილი დაიხარჯება: 100 000 ლარი კულტურულ ღონისძიებებში, 138 000 აუტიზმის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსების პროგრამაში,...
მარნეულის მუნიციპალიტეტმა მერიის შენობის რებილიტაცია/რეკონსტრუქციისათვის მეექვსე ტენდერი გამოაცხადა. ადგილობრივი თვითმმართველობა რვა თვეა სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას უშედეგოდ ეძებს. ხუთი ჩაშილილი ტენდერის მიხედვით, ორში მონაწილე კომპანიას დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მიანიჭეს, ხოლო, სამ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
მერიის შენობის რეაბილიტაციისათვის მეექვსე მცდელობა 12 ოქტომბრით თარიღდება. მსურველ კომპანიებს ტენდერში მონაწიელობის მიღება 21-24 ოქტომბრის პერიოდში შეეძლება. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მერიის ბალანსზე არსებული კომპანიების „მარნეულის სოფწყალისა“ და „სუფთა მარნეულისათვის“ ახალი შენობის მშენებლობის ტენდერი ხელმეორედ გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
პირველი ტენდერი ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2 აგვისტოს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს გლობალ სერვისმა მიიღო, რომელმაც მერიას სამუშაოების შესრულება 2 324 818 ლარად შესთავაზა. მიუხედავად შეთავაზებისა, მერიამ ტენდერი შეწყვეტილად გამოაცხადა.
„სატენდერო კომისიამ ერთხმად აიღო გეზი შესაბამისის სახელმწიფო...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად აგილ ამირჯანოვი დაინიშნა.
აგილ ამირჯანოვი მარნეულის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად დანიშვნამდე საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსად მუშაობდა.
"რადიო მარნეულთან" საუბრისას აგილ ამირჯანოვმა განაცხადა, რომ მერიის ქონების მართვისა და მატერიალულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი პოზიციაზე ვაკანტური ადგილი იყო გამოცხადებული და ის კონკურსის წესით შეარჩიეს. ამირჯანოვი უფლებამოსილების შესრულებას 11...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულში, (ბოგდანოვკა) 1,117,450 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საგარეჯოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიქმნება, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც ინდუსტრიული ზონის ფუნქციონირების ვადად 50 წელს განსაზღვრავს.
დოკუმენტის თანხმად, საგარეჯოს თიზ-ის ორგანიზატორის/ადმინისტრატორის უფლებამოსილებას განახორციელებს შპს „ასი გრუპ ჯორჯია.“
საგარეჯოს თიზ-ის ფუნქციონირების ვადის დაწყებად არაუგვიანეს 2023 წლის 1 სექტემბერი განისაზღვრა. მმართველი კომპანია ვალდებულია, არაუგვიანეს 2023 წლის 1 ივლისისა,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































