ქუთაისის მერიის შენობაში არსებული მედიაცენტრი გაქურდეს

331

ქუთაისის მერიის შენობაში არსებული მედიაცენტრი გაქურდეს. შემთხვევა დილით მოხდა. სათვალთვალო კამერის ჩანაწერებით ჩანს, რომ ერთი პირი შენობაში ფანჯრიდან შედის.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, წაღებულია მთავარი არხის იმერეთის კორესპონდენტის ლეპტოპი და ტვ პირველის კუთვნილი კამერა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.