2023 წელს ხაშურშის მუნიციპალიტეტში სოციალური საწარმოს შექმნა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ხაშურის საკრებულოს თავჯდომარის, ნინო ლიპარტელიანის თქმით, ხაშურის მერიაში ახალი სოციალური პროგრამა ამოქმედდა, რაც შშმ პირებს ხელს შეუწყობს დასაქმებაში.
“მოგეხსენებათ, რომ მერიაში ჩამოყალიბდა ახალი სოციალური პროგრამა, რაც ხელს შეუწყობს შშმ პირებს დასაქმდნენ. პროგრამა წარმატებით განხორციელდა და ის უკვე გადაგზავნილია მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში და 2023 წელს უკვე გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტში”,
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, შშმ პირების დასაქმების მსურველები უკვე გამოჩნდნენ.
“პირველივე ეტაპზე შშმ პირების დასაქმების სურვილი გამოთქვა ლევან გამრეკელმა, ეკა პაპუაშვილმა და ასევე, პროფესიული სასწავლებელის ხელმძღვანელმა ხათუნა ლობჟანძემ. ასევე, შევქმენით ბაზა შშმ პირების, რათა ყველას მოძიება შევძლოთ, ვისაც შეუძლია იშრომოს, როგორც ფიზიკურად, ასევე, გონებრივად და შემდეგ დავასაქმოთ მათთვის შესაფერის ადგილებზე”.
ლიპარტელიანის თქმით, ისინი შშმ პირების გაძლიერების მიზნით, თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც გეგმავენ.
“სამომავლოდ, დიდი გეგმები გვაქვს. ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციასთან მაქვს კომუნიკაცია და გვინდა, რომ ხაშურში დავაფუძნოთ სოციალური საწარმო, სადაც შემდგომ შშმ პირების დასაქმება მოხდება”, – განაცხადა ნინო ლიპარტელიანმა.