მარნეულის მუნიციპალიტეტმა მერიის შენობის რებილიტაცია/რეკონსტრუქციისათვის მეექვსე ტენდერი გამოაცხადა. ადგილობრივი თვითმმართველობა რვა თვეა სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას უშედეგოდ ეძებს. ხუთი ჩაშილილი ტენდერის მიხედვით, ორში მონაწილე კომპანიას დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მიანიჭეს, ხოლო, სამ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
მერიის შენობის რეაბილიტაციისათვის მეექვსე მცდელობა 12 ოქტომბრით თარიღდება. მსურველ კომპანიებს ტენდერში მონაწიელობის მიღება 21-24 ოქტომბრის პერიოდში შეეძლება. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარულ დღეში შეასრულოს.
მერიის შენობის რებილიტაცია/რეკონსტრუქციისათვის 261 327 ლარია გათვალისწინებული.
პროექტით გათვალისწინებულია პირველ სართულზე მოსახლეობასთან კომუნიკაციის პროცესის გამარტივების მიზნით კანცელარიის ოთახის ფართის გაზრდა და შუალედური რგოლის სახით ფართის გამოყოფა. ასევე პირველ სართულზე პროექტით გათვალისწინებულია კორიდორის კედლების ლესვა-ღებვა და მასზე გამჭოლი კარების შეცვლა.
პირველი სართულის ოთახების ნაწილში გათვალისწინებულია სარემონტო სამუშაოები. მეორე სართულზე იგეგმება არსებული სან.კვანძის განახლება და არსებულ სამუშაო ოთახში ახალი სან.კვანძის მოწყობა. მესამე სართულზე გათვალისწინებულია კიბის უჯრედის კედლების შეფითხვა, ღებვა და სხვა.