ცდოს საავტომობილო გვირაბში ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 129-ე კმ-ზე მდებარე ცდოს საავტომობილო გვირაბში მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის დაგების სამუშაოები.
აღნიშნულის გამო, 8 ნოემბერს, 15:00 საათიდან 22:00 საათამდე, იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის...
ევროპის შემდეგ ბათუმი უკვე მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად ამჯერად ბათუმს მსოფლიოს მასშტაბით საფრანგეთის, იაპონიის, კოლუმბიის, მექსიკის, ლაოსის, ურუგვაის, ბულგარეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ტურისტულ ქალაქებთან მოუწევს კონკურენცია.
ღონისძიება, რომელშიც ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული 11 ნოემბერს ომანის...
თბილისის მერიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონის გამგეობამ მარშალ გელოვანის გამზირზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოაწყო.
მერიის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გამწვანების სამუშაოები განხორციელდა. ტერიტორიაზე დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები, მოეწყო სარწყავი სისტემა და დაიგო ბალახის საფარი. ამასთან, საფეხმავლო ბილიკები მოეწყო, LED განათების ქსელი დამონტაჟდა და საპარკე ინვენტარი განთავსდა.
პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 278 686 ლარით დაფინანსდა.
დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა,...
CENN-ის ინიციატივით და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭრით, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში ბრიკეტების ქარხანა გაიხსნა.
ქარხანაში, რომელიც სააქციო საზოგადოება "მარანს" ეკუთვნის, ყოველწლიურად 1500-2000 ტონამდე ბრიკეტის დამზადება იგეგმება. თანამედროვე მყარი საწვავით, ძირითადად, ადგილობრივი და რეგიონული ბაზარი მომარაგდება. ახალ ქარხანაში ბრიკეტების წარმოება უკვე დაიწყო. მყარი ნარჩენის ბიომასისგან განახლებადი ენერგიის წარმოება თანდათანობით გაიზრდება ბაზარზე არსებული მოთხოვნისა და "მარანის" სანერგე მეურნეობის გაფართოების შესაბამისად.
სს...
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში სიახლეები იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
როგორც NAEC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სიახლეები შეეხება ისტორიის, მათემატიკისა და უცხოური ენების ტესტებს.
„შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა საგანში გამოცდების შედეგების ფსიქომეტრიული და ექსპერტული ანალიზის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით საგამოცდო ტესტის ფორმატი ან მისი ცალკეული დავალებები პერიოდულად იცვლება. ამ სიახლეების მიზანია ტესტის უფრო მეტად...
2023 წელს მარნეულის მერია ოთხი ავტობუსის შეძენას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია 7 ნოემბერს მარნეულის 2022 წლის ბიუჯეტის 9 თვის ანგარიშის წარდგენისას გახდა ცნობილი. მას შემდეგ, რაც საკრებულოს წევრმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ჰკითხა იგეგმებოდა თუ არა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ავტოპარკის განახლება.
ნავერიანის განმარტებით, სასტრანსპორტო საშუალებებს მომავალი წლისთვის შეიძენენ.
"ავტობუსები იქნება ახალი თანამედროვე დიზაინის. გარდა ამისა, წლის ბოლომდე ვგეგმავთ შევიძნოთ საკანალიზაციო...
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ კომისიების სხდომების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება დაიწყო.
საკანონმდებლო ორგანოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართება 2022 წლის 7 ნოემბერს 12:00 საათზე. განსახილველად ერთი საკითხი იქნება გამოტანილი. თემა შეეხება მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის მესამე კვარტლის ანგარიშს.
როგორც საკრებულოს საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან ურთიერთობისა და გენდერული განყოფილების უფროსმა, ია ესებუამ თქვა, კომისიების...
7 ნოემბერს მარნეულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა. მერიის საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ნავერიანმა 2022 წლის ბიუჯეტის სამი კვარტლის ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
"2022 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, შემოსულობებმა 881 146 ლარით გადააჭარბა გადასახდელებს. ანუ, შემოსულობები უფრო მეტი იყო, ვიდრე გადასახდელები. ჯამში ფინანსური აქტივების ცვლილება შეადგენდა 3 086 568 ლარს. სოციალური დაცვა, რომელშიც მოაზრება ოჯახებისა და...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სამ სოფელში სპორტული დარბაზის აშენებას გეგმავს. მარნეულის მერიამ სოფლებში სპორტული დარბაზების ასაშენებლად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის ტენდერი 3 ნოემბერს გამოაცხადა.
ტენდერის მიხედვით მერია სამი სპორტული დარბაზის მოსაწყობი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის 135 000 ლარის დახარჯვას აპირებს.
სატენდერო წინადადების მიხედვით, სპორტული დარბაზის მოწყობა სოფელ წერეთელში, ალგეთსა და სადახლოში იგეგმება. თითოეული დარბაზის ასაშენებელი სავარაუდო ღირებულება კი 1 500 000 ლარს...
სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხს ეხმაურება. ზურა ხაჩიძის განცხადებით, ივანიშვილი არის ქვეყნის სიმშვიდის გარანტი და ამისთვის დილას, საღამოს და შუადღეს მადლობა უნდა ვუხადოთ და თუ ივანიშვილს დასჭირდება, მის გასაცავად მთელი ქვეყანა გამოვა.
"მე ვფიქრობ, სანქციები კი არ უნდა დავუწესოთ ბიძინა ივანიშვილს, არამედ დილას, საღამოს და შუადღეს, ყოველდღე მადლობა უნდა ვუხადოთ, იმიტომ, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენს ქვეყანაში არის სიმშვიდის...
გორის მუნიციპალიტეტის მერია 45 თანამშრომლის პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარებისთვის 45 700 ლარის დახარჯვას გეგმავს. უწყებამ სატრენინგო მომსახურების შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორის მერიას III და IV რანგის მოხელეების გადამზადება სურს, რომლებიც ტრენინგს ორ ეტაპად გაივლიან.
პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ თემებს:
ადმინისტრაციული წარმოება;
ეთიკა საჯარო სამსახურში;
პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა;
ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა.
ასევე, სატრენინგო კურსი...
დღეს, 8 ნოემბერს, 19:00 საათზე, ქუთაისის მერიასთან აქცია-პერფორმანსი ჩატარდება. საინიციატივო ჯგუფი "როდემდე?!" ქუთაისის მერიას ქალაქში არსებული გაუმართავი სანიაღვრე სისტემის პრობლემას და მერიის პასუხისმგებლობას შეახსენებს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
პერფორმანსის მიმდინარეობისას იგეგმება ვიდეოკოლაჟის ჩვენება, რომელიც ასახავს, რა პრობლემებს აწყდებიან ქუთაისის მაცხოვრებლები ყოველი წვიმიანი ამინდის დროს სანიაღვრე სისტემების მოუწესრიგებლობა-არქონის გამო, რაც ქალაქის მერიის არაეფექტური მუშაობის შედეგია.
„გვსურს, გავაგებინოთ მერიას, რომ ქუთაისში ადამიანებს -...
2019 წელს, დიდ დიღომში ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების გამო „თბილისი ენერჯის“ ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს, რომელიც შემთხვევის შედეგად დაზარალებულების ინტერესებს სასამართლოში იცავდა.
მათი განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ორი არასრულწლოვნის სარჩელი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე და შპს „თბილისი ენერჯის“ დაეკისრა მოსარჩელეთათვის სრულწლოვანების ასაკს მიღწევამდე სარჩოს გადახდის,...
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 15 ნოემბრამდე, ყველასათვის უფასოა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა. ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.
„იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, სანოფი პასტერის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის...
სოციალური სახლების მშენებლობასა და „ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაზე განცხადებების მიღება დასრულდა.
ზუგდიდის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯამში მუნიციპალიტეტის მერიაში 147 განცხადება შევიდა, მათგან 96 სახლების მშენებლობაზე, ხოლო 51 „ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაზე.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შემდეგი ეტაპი შესული განცხადებების ადგილზე გადამოწმება და ოჯახების ანკეტირებაა.
„სიახლეა სახლების პროექტშიც. სოციალური სახლების ახალი პროექტი, „უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით"...
კუს ტბის საბაგირო გზა ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს მგზავრებს ვერ მოემსახურება.
როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები ჩატარდება.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო”, -აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































