თბილისის მერია: მარშალ გელოვანის გამზირზე რეკრეაციული სივრცე მოეწყო

292

თბილისის მერიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონის გამგეობამ მარშალ გელოვანის გამზირზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოაწყო.

მერიის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გამწვანების სამუშაოები განხორციელდა. ტერიტორიაზე დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები, მოეწყო სარწყავი სისტემა და დაიგო ბალახის საფარი. ამასთან, საფეხმავლო ბილიკები მოეწყო, LED განათების ქსელი დამონტაჟდა და საპარკე ინვენტარი განთავსდა.

პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 278 686 ლარით დაფინანსდა.

დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ დაათვალიერეს.