ცდოს საავტომობილო გვირაბში ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 129-ე კმ-ზე მდებარე ცდოს საავტომობილო გვირაბში მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის დაგების სამუშაოები.
აღნიშნულის გამო, 8 ნოემბერს, 15:00 საათიდან 22:00 საათამდე, იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.