გორის საკრებულოში ოპოზიციის წევრებმა პირველი სხდომის დაწყებამდე ბათუმში გარდაცვლილ დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ სხდომათა დარბაზში ნუგზარ ფუტკარაძის ფოტოები გაშალეს. ცნობისთვის, დღეს ახალი მოწვევის საკრებულოები ყველა ქალაქში პირველ სხდომას მართავენ. "ნაციონალურმა მოძრაობამ" 24 ნოემბერს აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რომლითაც დასტურდება, რომ დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძეს ენმ-დან წასვლისა და საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად მუშაობის სანაცვლოდ, 100 000 დოლარს სთავაზობდნენ. ფუტკარაძესთან მოსალაპარაკებლად ასლან აბაშიძის დროინდელი პოლიციის მაღალჩინოსნები...
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ უკვე მეორედ, გიორგი ტყემალაძე დაამტკიცეს. ტყემალაძის მოადგილეებად კი გიორგი ახვლედიანი, თინათინ ნიბლოშვილი და ზურაბ აბაშიძე აირჩეს. პირველი სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომას 43 დეპუტატი ესწრება, რომელთაგანაც 27-მა მას მხარი დაუჭირა, 1-მა თავი შეიკავა, ერთი კი წინააღმდეგი იყო. თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა დარბაზი დატოვეს. თბილისის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 29 დეპუტატი ჰყავს, ნაციონალურ მოძრაობას...
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები თბილისის ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე მაისურებით მივიდნენ, რომელზეც ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი წევრი ნუგზარ ფუტკარაძის ფოტოა გამოსახული. "ნაციონალური მოძრაობა" თბილისის საკრებულოში 13 წევრითაა წარმოდგენილი. ცნობისთვის, ბათუმის საკრებულოს ახალარჩეული წევრი ნუგზარ ფუტკარაძე რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა. "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, ნუგზარ ფუტკარაძეს, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ. როგორც პარტიის წევრი გიორგი კირთაძე აცხადებს, მათ შესაბამის მტკიცებულებად...
ზუგდიდში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს. მას ოპოზიციონერი დეპუტატებიც ესწრებიან, მათ შორის ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის წევრები. სხდომა ხმაურით დაიწყო. ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხს, რომელმაც სხდომა ახალი მოწვევის საკრებულოს უხუცეს დეპუტატთან ერთად გახსნა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა სიმბოლურად ხელბორკილი გადასცეს და უთხრეს, რომ ის "ხმების ქურდია" და არჩევნებზე ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხს აგებს. "მირანდა მესხს სიმბოლურად გადავეცით ბორკილები....
ქობულეთში, ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა სხდომის დაწყებამდე აქცია-პერფორმანსი გამართეს. ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებმა მერიასთან ბანერი მიიტანეს - ''თავისუფლება მიშას'', ასევე გარდაცვლილი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის ფოტოები. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ ისინი საკრებულოს სხდომებს დაესწრებიან და ორ საკითხს დააყენებენ. ეს არის თორნიკე რიჟვაძის მამის პასუხისგებაში მიცემის საკითხი და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრის ლაშა კომახიძის თქმით, გარდაცვლილი ოპოზიციონერი დეპუტატის...
ზუგდიდის საკრებულოში, სადაც ახალი მოწვევის დეპუტატებმა 12:00 საათზე პირველი სხდომა უნდა გამართონ, ოპოზიციის წევრებმა მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით მაისურები ჩაიცვეს. "თავისუფლებამიშას" - ესაა მთავარი გზავნილი, რასაც ისინი ამჯერად სხდომათა დარბაზში გააჟღერებენ. ცნობისთვის, ზუგდიდში სავარაუდოდ, დღეს საკრებულოს თავმჯდომარეს ვერ აირჩევენ. "ქართულ ოცნებას" უმრავლესობა არ აქვს, "ნაციონალური მოძრაობა" კი საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის გარდა, არცერთ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ პარტია...
პარტიას „საქართველოსთვის“ სადაც ბერკეტი გაგვაჩნია, არც ერთ პარტიას არ მივცემთ ერთპარტიულად და ერთპიროვნულად საკრებულოების მართვისა და კრიზისის შექმნის შესაძლებლობას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბერდია სიჭინავამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. ბერდია სიჭინავამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეულ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში საკუთარი სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრა. „პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მიზანი, რომელსაც ეფუძნება ჩვენი გეგმა, არის საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩვენთვის...
გარდაბნის სოფლების,ზემო და ქვემო თელეთის, ახალწყალის, წალასყურის, მუხრანთელეთისა და კუმისის წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა გრძელდება. ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. სამუშაოებისთვის 10 მილიონი ლარის ინვესტიცია გამოიყო. პროექტის შედეგად, აღნიშნული სოფლების მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით პირველად ისარგებლებს. სოფლებში წყალმომარაგების სისტემები დღემდე არ არსებობს, ადგილობრივები წყალს თვითნებურად მოწყობილი ჭაბურღილების მეშვეობით იღებენ. სამუშაოებით გათვალისწინებულია, წყალმომარაგების სრულიად ახალი სისტემებისა და...
ზუგდიდის საკრებულო დღეს სავარაუდოდ, თავმჯდომარეს ვერ აირჩევს. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ახალი მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის გარდა სხვა რაიმე კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ პარტია "საქართველოსთვის" წევრებიც. "დღეს ზუგდიდის საკრებულო ნამდვილად ვერ აცდება კრიზისს, დღეს სავარაუდოდ ვერ მოხდება საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა, ჩვენ არ დავაყენებთ ჩვენ კანდიდატურას და არ მივიღებთ არცერთ კენჭისყრაში მონაწილეობას გარდა საკრებულოს უფლებამოსილების ცნობისა",...
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მწვანე საშვის ტრანსპორტში ამოქმედებასაც განიხილავდნენ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. მისი თქმით, ამ შემთხვევაში რთულია აღსრულება, მაგრამ გადიან კონსულტაციებს იმისთვის, რომ კონტროლის ეფექტური მექანიზმი იპოვონ. ტიკარაძე ამბობს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ მისცემენ რეკომენდაცას საკოორდინაციო საბჭოს, თუ რა რეგულაცია უნდა დაწესდეს ტრანპორტზე. ჟურნალისტმა მას უშუალოდ საზოგადოებრივ ტრასნპორტზე ჰკითხა, თუმცა ტიკარაძეს პასუხის გაცემისას არ დაუკონკრეტებია მუნიციპალურ...
დიდი იმედი გვაქვს, რომ ოპოზიციის განწყობა კონსტრუქციული იქნება და ერთობლივად შევძლებთ, რომ ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთოთ უკვე მეშვიდე მოწვევის საკრებულოს ფარგლებში ჩვენი ქალაქისთვის, - ამის შესახებ თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს წევრმა, ვაკის მაჟორიტარმა გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, დღეს, საკრებულოს პირველი სხდომა პროცედურული საკითხებით იქნება დატვირთული. "დღევანდელი სხდომის პროცედურა ითვალისწინებს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უფლებამოსილების ცნობის კენჭისყრას. შემდგე უკვე იქნება...
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, 2013-2020 წლებში ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სახელმწიფო უწყებებში პიარსამსახურებში დასაქმებული თანამშრომლების  ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან 140.5 მილიონი ლარი დაიხარჯა. აქედან ყველაზე სოლიდური თანხა, 19.9 მლნ ლარზე მეტი, 2016  წელს დაიხარჯა. კვლევა 322 სახელმწიფო უწყების მონაცემებს მოიცავს, მათ შორისაა, საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირები. მთავარი მიგნებები: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სახელმწიფო უწყებებმა პიარში დასაქმებულ თანამშრომლებს...
ჩვენი საკრებულოში შესვლა გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ ქალაქისთვის საჭირბოროტო საკითხებზე მუშაობას და საქმიან დღის წესრიგს, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ საკრებულოს წევრმა, ალექსანდრე რატიშვილმა თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პარტიის ენერგია მიმართული იქნება იმისკენ, რომ ქალაქისთვის უამრავი სასიკეთო საქმე გაკეთდეს. „ჩვენ პარტია „ხალხისთვის“ რამდენიმე საკითხზე გვინდა გავაკეთოთ აქცენტი. ჩვენ შევდივართ საკრებულოში ჩვენი საქმიანი დღის წესრიგით და ყველა იმ დაპირების შესასრულებლად...
ბათუმის საკრებულოს ახალი შემადგენლობა დღეს პირველად იკრიბება. ბოლო ხუთი წლის პრაქტიკით, საკრებულოებს "ქართული ოცნების" უმრავლესობა პირველივე სხდომაზე აკომპლექტებდა, თუმცა წელს ასე არ იქნება, რადგან მმართველმა გუნდმა რიგ ქალაქებში, მათ შორის ბათუმში მოწინავე პოზიცია დაკარგა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რევაზ ხარაზმა აღნიშნა, ოპოზიციის მთავარი მიზანი დღეს ძველი მოწვევის საკრებულოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტა იქნება. მისივე თქმით, 12:00 საათზე ოპოზიცია საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს წარადგენს. "ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს...
ქუთაისის საკრებულოში, სადაც დღეს ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომაა ჩანიშნული, პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ სათამაშო "ფინია ძაღლი" მიიტანა. როგორც მან აღნიშნა, ამ სათამაშოში "ქართული ოცნების" ყველა წევრი ამოიცნობს თავს. "ამით ვეუბნები ადამიანებს, თორემ მათ ძალიან კარგად იციან, რომ ხელისუფლებაში ჰყავთ თოჯინები, მონები ბიძინა ივანიშვილის და მღერიან ტიციან ტაბიძის ძალიან ლამაზ ლექსს პერიფრაზირებით - დავბადებულვარ რომ ვიყო მონა და ბიძინასი მედგა უღელი. აი...
ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის ბათუმის საკრებულოს ახლადარჩეული წევრები დღეს 3 დეკემბერს ჩანიშნულ სხდომას არ დაესწრებიან. "ჩვენ, არ ვაპირებთ სხვის სცენარში მონაწილეობის მიღებას", - განაცხადა პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მიქელაძემ. მანვე საკრებულოს სხდომაზე არმისვლის მიზეზად განმარტა, რომ ვერ შეძლეს ვერც ნაციონალურ მოძრაობასთან და ვერც ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკება. "ჩვენ გვაქვს გადამწყვეტი ხმები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენზეა დამოკიდებული თუ როგორ დაკომპლექტდება საკრებულოები. ჩვენ შევთავაზეთ, როგორც ქართულ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ