აქცია-პერფორმანსი ქუთაისის საკრებულოსთან – გოგი წულაიამ “ოცნების” დეპუტატებს “ფინია ძაღლი” მიუყვანა

377

ქუთაისის საკრებულოში, სადაც დღეს ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომაა ჩანიშნული, პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ სათამაშო “ფინია ძაღლი” მიიტანა.

როგორც მან აღნიშნა, ამ სათამაშოში “ქართული ოცნების” ყველა წევრი ამოიცნობს თავს.

“ამით ვეუბნები ადამიანებს, თორემ მათ ძალიან კარგად იციან, რომ ხელისუფლებაში ჰყავთ თოჯინები, მონები ბიძინა ივანიშვილის და მღერიან ტიციან ტაბიძის ძალიან ლამაზ ლექსს პერიფრაზირებით – დავბადებულვარ რომ ვიყო მონა და ბიძინასი მედგა უღელი. აი ამ შეგნებით არიან შესული შიგნით და ყველაფერს აკეთებენ ბიძინას მონობისთვის. მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ასეთი ფინიები ჰყავთ ეხლა საკრებულოში, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს ასრულებენ”, – თქვა გოგი წულაიამ. 

მან ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა და უთხრა, რომ ერთი სიკეთე კიდევ შეუძლია გააკეთოს – “წავიდეს და რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს”.

ცნობისთვის, საკრებულოს სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. ქუთაისის საკრებულოს 35-კაციანი შემადგენლობიდან, 18 “ქართული ოცნების” წარმომადგენელია, 17 კი ოპოზიციის.