“ნაციონალური მოძრაობის” წევრები თბილისის საკრებულოს სხდომაზე მაისურებით მივიდნენ, რომელზეც ნუგზარ ფუტკარაძის ფოტოა გამოსახული

338

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები თბილისის ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე მაისურებით მივიდნენ, რომელზეც ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი წევრი ნუგზარ ფუტკარაძის ფოტოა გამოსახული.

“ნაციონალური მოძრაობა” თბილისის საკრებულოში 13 წევრითაა წარმოდგენილი.

ცნობისთვის, ბათუმის საკრებულოს ახალარჩეული წევრი ნუგზარ ფუტკარაძე რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა. “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, ნუგზარ ფუტკარაძეს, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ. როგორც პარტიის წევრი გიორგი კირთაძე აცხადებს, მათ შესაბამის მტკიცებულებად აუდიო ჩანაწერი აქვთ.