ზუგდიდის საკრებულოში, სადაც ახალი მოწვევის დეპუტატებმა 12:00 საათზე პირველი სხდომა უნდა გამართონ, ოპოზიციის წევრებმა მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით მაისურები ჩაიცვეს.
“თავისუფლებამიშას” – ესაა მთავარი გზავნილი, რასაც ისინი ამჯერად სხდომათა დარბაზში გააჟღერებენ.
ცნობისთვის, ზუგდიდში სავარაუდოდ, დღეს საკრებულოს თავმჯდომარეს ვერ აირჩევენ. “ქართულ ოცნებას” უმრავლესობა არ აქვს, “ნაციონალური მოძრაობა” კი საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის გარდა, არცერთ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ პარტია “საქართველოსთვის” წევრებიც.