თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ისევ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს

358

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ უკვე მეორედ, გიორგი ტყემალაძე დაამტკიცეს. ტყემალაძის მოადგილეებად კი გიორგი ახვლედიანი, თინათინ ნიბლოშვილი და ზურაბ აბაშიძე აირჩეს. პირველი სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.

სხდომას 43 დეპუტატი ესწრება, რომელთაგანაც 27-მა მას მხარი დაუჭირა, 1-მა თავი შეიკავა, ერთი კი წინააღმდეგი იყო.

თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.

გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა დარბაზი დატოვეს.

თბილისის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 29 დეპუტატი ჰყავს, ნაციონალურ მოძრაობას 13, “საქართველოსთვის”- 4 დეპუტატი, “ლელო” – 2, ერთი დეპუტატი კი ანა დოლიძის პარტია “ხალხისთვის”.