აჭარის მთავრობა აჭარის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ კანონში ცვლილებას ითხოვს. ინიციატივა უმაღლეს საბჭოში უკვე შევიდა და ბიუროს გადაწყვეტილებით კომიტეტებში განხილვები იწყება. ცვლილების ავტორი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
უწყება ითხოვს, რომ რეგიონის ადმინისტრაციულმა ერთეულებმა გრანტით ან საჩუქრად მიღებული ქონების განკარგვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანხმობის გარეშე შეძლონ.
მოქმედი კანონით არასაბიუჯეტო თანხებით შეძენილი თუნდაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის გამოყენებაზეც თორნიკე...
პრემიერმინისტრის ინიციატივით დაწყებული „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბოლნისის ცენტრალური ქუჩის ერთ მონაკვეთზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის, 104-დან 110-ის ნომრის ჩათვლით მონაკვეთზე მდებარე შენობების ფასადის ქვა-ბამბის მასალით შეფუთვა ხორციელდება, რაც სახლების ენერგოეფექტურობას განაპირობებს. პროექტი ასევე ფასადების შეღებვასა და სახლების სახურავების შეცვლასაც ითვალისწინებს.
მიმდინარე სამუშაოებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით...
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბოლნისის ახალი მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ „ევროპის წლის მუზეუმი – 2022“ კონკურსის ფინალურ ნომინანტად დასახელდა, – ინფორმაციას ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.
ეროვნული მუზეუმის ცნობით, ევროპის წლის მუზეუმის ჯილდო (EMYA) დაფუძნდა 1977 წელს ევროპის საბჭოს ეგიდით და მიზნად ისახავს მოწინავე გამოცდილების აღიარებას ევროპის მუზეუმების მასშტაბით. ჯილდო ხელს უწყობს ინოვაციურ პროცესს სამუზეუმო სამყაროში, რომელიც ჯერ კიდევ ტრადიციული ხედვით მოქმედებს...
ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობა მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის გაუმართაობის გამო შეწუხებულია. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ამ გზის რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „აკორდმა“ ვერ შეძლო. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამ დრომდე ვერ აკონკრეტებს თარიღს, თუ როდის გაწყვეტენ ხელშეკრულებას „აკორდთან“ და როდის გამოაცხადებენ ახალ ტენდერს გზის ამ მონაკვეთის მშენებლობისთვის.
მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, პროდუქტსა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებზე ფასების ზრდა, ინფლაცია, უკვე, ჩვენი ყოველდღიურობა გახდა. შესაძლოა, გაძვირდეს მგზავრობაც. ამჯერად, მომსახურების საფასურის გაზრდის ინიციატივით მიკროავტობუსების მძღოლები გამოვიდნენ. გაჟღერებული მოთხოვნის მთავარ მიზეზად კი, საწვავის ფასის მნიშვნელოვნად ზრდას ასახელებენ. თვითდასაქმებულები ამბობენ, რომ ისინი, ფაქტობრივად, ფუჭად მუშაობენ და მგზავრობის ამჟამინდელი საფასური გაწეულ ხარჯებს ვეღარ ანაზღაურებს. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
„TV25“-თან საუბრისას, ერთ-ერთი გადამზიდი კომპანიის -...
პირველივე სხდომის შედეგ, ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოში მანდატზე უარი ორმა დეპუტატმა თქვა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
"ქართული ოცნებიდან" ბაქარ მახარაძემ და "სტრატეგია აღმაშენებლიდან" დავით აბულაძემ, წარმომადგენლობითი ორგანო დატოვეს.
პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ახალარჩეული საკრებულოს დეპუტატი გია ბასილაძე ამბობს, რომ ბაქარ მახარაძემ, რომელიც დეპუტატად არჩევამდე მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, მუშაობის გაგრძელება ისევ მერიაში, იგივე პოზიციაზე არჩია.
"ეს იყო შიდა...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გარევაჭრობასთან მიმართებით კანონი აღსრულდება. ამის შესახებ მან თბილისის საკრებულოში განაცხადა, სადაც მთავრობის დამტკიცების სხდომა მიმდინარეობს.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ხშირად წევს შეხსენება ამ ადამიანებისთვის, რომ კონკრეტულ სივრცეებში არაა დაშვებული გარევაჭრობა. დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა გამგეობებთან ერთად შეიმუშავა და გამოყო კონკრეტული ტერიტორიები სადაც ამ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, ყოველგვარი გადასახადების გარეშე დადგნენ და განახორციელონ პროდუქტების გაყიდვა. თუმცა ისეთი ადგილები,...
2011-2021 წლებში ზესტაფონის მერიის თანამშრომლების შპს ზესტაფონპროექტმა ზესტაფონისავე მერიისგან 567 000 ლარი მიიღო - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
მათი ცნობით, შპს ზესტაფონპროექტმა ბიუჯეტიდან ჯამში 578,000 ლარი მიიღო, აქედან 233,000 უტენდეროდ, გამარტივებული შესყიდვით, დარჩენილი ტენდერების უმრავლესობა კი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე.
შპს ზესტაფონპროექტის ერთი მფლობელი, თეიმურაზ წიწილაშვილი, 2007 წლიდან ზესტაფონის მერიის თანამშრომელია, ხოლო მეორე მფლობელის, ნოდარ მესხიშვილის შვილი 2013 წლიდან ზესტაფონიის მერიის...
"თანამედროვე, „ჭკვიანი“ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის საშუალებით, ქალაქში ყველა შეძლებს, კომფორტულად და სწრაფად გადაადგილებას", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სამშაბათს, 7 დეკემბერს საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თბილისის მერმა დედაქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე ისაუბრა.
„ჩვენ შევძელით, საჯარო ტრანსპორტის განახლება და მოდერნიზაცია. შემოვიყვანეთ თანამედროვე, ევროპული ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები. დავიწყეთ მიკროავტუბუსების პარკის სრულად განახლების პროექტი....
ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს მთავრობის უმოქმედობით, რომლის შედეგად, ღია მმართველობის პროცესი საქართველოში ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში შეჩერებულია.
"ღია მმართველობის პროცესის ცხადი კრიზისი ქვეყანაში 2018 წლიდან გამწვავდა, სწორედ მაშინ, როდესაც საქართველო, თავმჯდომარე ქვეყნის რანგში, ღია მმართველობის გლობალურ სამიტს მასპინძლობდა. მთავრობის მხრიდან არასამთავრობო სექტორის წინადადებების მნიშვნელოვანი ნაწილის იგნორირების გამო ღია...
ბათუმის საკრებულოს დაკომპლექტების ბედი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. თავმჯდომარე, მოადგილეები თუ კომიტეტები სავარაუდოდ, ვერც მომდევნო სხდომაზე დაკომპლექტდება.
„ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას ჯამში 17-17 ხმა აქვთ. ეს მხოლოდ საკრებულოს სხდომის მოწვევისთვისაა საკმარისი, გადაწყვეტილებების მიღებას კი ნახევარზე მეტი, ანუ 18 ხმა სჭირდება. ოპოზიციას, „ქართულ ოცნებასთან“ საკუთარი, უცვლელი პირობა აქვს, ოცნებას კი გახარიას გუნდთან პერსონალური მოლაპარაკებების ეიმედება. სად არის გამოსავალი და რამდენად გამართლებულია...
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შანსი 50/50-ზეა. მისი თქმით, მმართველი პარტია ბარიერის დაწევაზე თანახმა იქნება, თუ ისეთი მოცემულობა ჩამოყალიბდება, რაც ამას უკეთესს გახდის.
"მე, უხეშად რომ ვთქვათ, მგონია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გასვლის შანსი არის 50/50-ზე, ეს არის ჩემი უხეში შეფასება. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რომც დარჩეს არსებული სისტემა, ეს არის პროპორციული, თავისი...
ბევრი პლუს-მინუსი აქვს 5%-იან ბარიერსაც, ოთხსაც, სამსაც, ერთსაც, ბუნებრივსაც და შესაბამისად, ჩვენ ყველა გარემოება უნდა ავწონ-დავწონოთ, ვიდრე ბარიერის სიმაღლესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„რომ არაფერი მოხდეს და კონსტიტუცია რომ არ შეიცვალოს, 2024 წლიდან ამოქმედდება სრულად პროპორციული სისტემა, 5%-იანი ბარიერით, რაც არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. არა...
წარმოდგენილი შემადგენლობა იგივე ადამიანები არიან, ვინც უკანასკნელი თვეების განმავლობაში მუშაობდნენ ამავე პოზიციებზე, მაგრამ არ არის ერთი ერთში შემადგენლობა, რომელიც 2017 წელს იქნა წარდგენილი და დამტკიცებული, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ გუშინ თბილისის მთავრობის დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამ წლების განმავლობაში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა და თუკი საჭიროება იქნება, ეს კვლავ მოხდება.
„დღევანდელი წარმოდგენილი შემადგენლობა იგივე ადამიანები არიან, ვინც...
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის „სოფლად სახლის“ შესყიდვის საკითხზე მუშაობა დაიწყო. ამ ეტაპზე, 1000-ზე მეტი ოჯახის განაცხადი განიხილება.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, კომისია მუშაობას თვის ბოლომდე დაასრულებს და დევნილი ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
„დევნილი ოჯახების განსახლების საკითხს კრიტერიუმების შესაბამისად განვიხილავთ. მნიშვნელოვანია, რომ წელს, სოფლად სახლის შესყიდვის მიზნით, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა...
ცნობილია, რა რეგულაციები იმოქმედებს ზამთრის სეზონზე მთის კურორტებზე. როგორც „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განაცხადეს, გონდოლაში 10 ადამიანის ნაცვლად 8 პირი დაიშვება. რაც შეეხება ღია ტიპის საბაგიროებს, ისინი სრული დატვირთვით შეძლებენ ფუნქციონირებას.
ამათან, როგორც კომპანიაში განმარტავენ, ტურისტებმა მთის კურორტებზე “მწვანე პასპორტი” უნდა წარადგინონ, რათა სასტუმროებთან ერთად საბაგირო გზებით სარგებლობა შეძლონ.
როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, კურორტებზე ზამთრის სეზონის გახსნა კლიმატური პირობებზეა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































