ქუთაისის საკრებულო ორმა დეპუტატმა დატოვა

491
პირველივე სხდომის შედეგ, ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოში მანდატზე უარი ორმა დეპუტატმა თქვა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.

“ქართული ოცნებიდან” ბაქარ მახარაძემ და “სტრატეგია აღმაშენებლიდან” დავით აბულაძემ, წარმომადგენლობითი ორგანო დატოვეს.

პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ახალარჩეული საკრებულოს დეპუტატი გია ბასილაძე ამბობს, რომ ბაქარ მახარაძემ, რომელიც დეპუტატად არჩევამდე მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, მუშაობის გაგრძელება ისევ მერიაში, იგივე პოზიციაზე არჩია.
 
“ეს იყო შიდა გადანაცვლება. მაშინ ასე იყო საჭირო და შემდეგ დაფიქრდა ადამიანი და ჩათვალა, რომ მერიაში უფრო საჭიროა მისი ყოფნა”, – განაცხადა გია ბასილაძემ.
 
ბაქარ მახარაძეს ქუთაისის საკრებულოში მმართველი პარტიის ქუთაისის პროპორციული სიის მომდევნო ნომერი, ჯემალ ბიბილეიშვილი შეცვლის.
 
“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრს დავით აბულაძეს კი კობა გურული ჩაანაცვლებს.

ქუთაისის მეშვიდე მოწვევის საკარებულოში 35 დეპუტატია წარმოდგენილი. “ქართულმა ოცნებამ” 18 მანდატი მოიპოვა, ოპოზიციამ – 17.  მმართველ პარტიას ხუთი მაჟორიტარი ჰყავს, ოპოზიციას – ორი.