ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის ბედი კვლავ გაურკვეველია

1115

ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობა მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის გაუმართაობის გამო შეწუხებულია. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

ამ გზის რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „აკორდმა“ ვერ შეძლო. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამ დრომდე ვერ აკონკრეტებს თარიღს, თუ როდის გაწყვეტენ ხელშეკრულებას „აკორდთან“ და როდის გამოაცხადებენ ახალ ტენდერს გზის ამ მონაკვეთის მშენებლობისთვის.