წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში 50-ტონიანი სასმელი წყლის რეზერვუარის სათავე ნაგებობა კეთდება. ინფორმაციას წყალტუბოს მერია ავრცელებს. პროექტი 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში გაკეთდება ბიოფილტრები, გაუმჯობესდება სასმელი წყლის ხარისხი და უფრო სტაბილური გახდება მისი მიწოდება. შედეგად სასმელ წყალს 250 ოჯახი მიიღებს.
ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებმა მუშაობა დაიწყეს. მათ შენობის მდგრადობა უნდა დაადგინონ. ამის შემდეგ გადაწყდება არის თუ არა დასაშვები შენობის ექსპლუატაცია. ინფორმაციას "ქუთაისი პოსტი" ავრცელებს. შენობაში, სადაც უსახლკაროები ექვსი თვის წინ შესახლდნენ, ნგრევა დაიწყო. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მერიამ რომ შენობას ექსპერტიზა ჩატარებოდა. ადგილობრივმა თვითმმართველბამ ქალაქში სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად კონკურსი 2016 წლს გამოაცხადა. კონკურსის შედეგად ნიკეას ქუჩაზე,...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში მდინარე რიონზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 985000 ლარია და მას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. ინფორმაციას წყალტუბოს მერია ავრცელებს. „პროექტი უმნიშვნელოვანესია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, გამომდინარე იქედან, რომ მოგვარდება წლების მანძილზე გადაუჭრელი, ჟონეთის მოსახლეობის დატბორვის პრობლემა. 2,5 მეტრის სიმაღლის ჯებირი დატბორვის საფრთხისგან დაიცავს სოფლის 6 ოჯახს და ჟონეთის საჯარო სკოლას,“ - თქვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ალექსანდრე დადუნაშვილმა.
21 აპრილიდან ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, გარევაჭრობა აიკრძალება. გარემოვაჭრეებს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების მიერ გამაფრთხილებელი ბარათები უკვე ჩაბარდათ. ინფორმაციას "ქუთაისი პოსტი" ავრცელებს. პირველ ეტაპზე, ქუთაისის ცენტრი და ბაზრის მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდა. მეორე ეტაპი კი ჭავჭავაძის გამზირის მოწესრიგებას ითვალისწინებს. ქუთაისში გარევაჭრობის აკრძალვა 1 მარტიდან დაიწყო.
ხობში შპს „მარსმა“ დაფნის გადამამუშავებელი საწარმო ააშენა. საწარმოში, პირველ ეტაპზე 15, ხოლო საწარმოს სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, 100-მდე ადამიანი დასაქმდება. პროექტში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 2 მილიონ ლარამდეა. ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანა თანამედროვე მანქანა-დანადგარებითაა აღჭურვილი. ადგილობრივ ნედლეულზე დამზადებული პროდუქციის ექსპორტი აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში იგეგმება.
ქუთაისის მერიამ აუქციონზე გასაყიდად არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და შენობა–ნაგებობები გაიტანა. საუბარია სულ 12 ობიექტზე. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს. სხვადასხვა უბანში მდებარე ობიექტების საერთო ღირებულება 132 522 ლარია. მიმდინარე წელს მერია პრივატიზებიდან ბიუჯეტში 2 500 000 ლარს ელოდება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცირე მარნების განვითარების პროგრამა დაიწყო. თავიდან პროექტში 29 მცირე მეწარმე ჩაერთო, რომლებმაც პირველი ეტაპი გადალახეს. პროექტის ინიციატორის, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის თქმით, გურჯაანში მეწარმეებს და მცირე მარნების გახსნის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ამ პროგრამით ისარგებლონ. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. სონღულაშვილის თქმით,  მეწარმეებს შეუძლიათ, სახელმწიფოსგან 40%-იანი დაფინანსება მიიღონ, რომელსაც მცირე მარნისა და ღვინის ტურიზმის განვითარებას მოახმარებენ. პროექტს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. "პროექტი...
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიამ დამატებით 11 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ვაკანტურია ბალღოჯიანის, ახალსოფლის, გავაზის, გრემის, მთისძირის, ყვარლის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების, აგრეთვე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილებების უფროსების, იურიდიული სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში უფროსი სპეციალისტების პოზიციები. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. ყვარლის მერიის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მსურველებს უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. „ არსებული მოთხოვნების მიხედვით, ადმინისტრაციულ...
რეგიონების გათანაბრება ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავი რეგიონულ განვითარებას, მრავალდონიანი თვითმმართველობის ხელშეწყობას და რეგიონებს შორის დისბალანსის აღმოფხრას ითვალისწინებს. რატომ არის მნიშვნელოვანი რეგიონებს შორის უთანაბრობის აღმოფხვრა, ამ მიზნით რა ღონისძიებები უნდა განახორციელოს ხელისუფლებამ - ამ და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სხვა საკითხებზე გთავაზობთ "კახეთის ხმის" მიერ მომზადებულ ინტერვიუს ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტთან, კონსტანტინე კანდელაკთან: - საქართველოს წინაშე ერთ-ერთი სერიოზული...
ბათუმის ესტაკადის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა - უშუალოდ ესტაკადის ხიდის მოწყობის (ბეტონირების) სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას აჭარის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესი პარალელურად ორი მიმართულებით ხორციელდება: 1. ესტაკადის(ხიდის) მშენებლობა. 2. ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზის მოწყობა. სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის ესტაკადის საძირკვლის მოწყობის და უშუალოდ ხიდის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს, კერძოდ, ბურჯების არმირება დასრულებულია და ბეტონირების სამუშაოები ხორციელდება. ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესში დაახლოებოთ...
საბურთალოს რაიონში პეტრიწის ქუჩის რეაბილიტაციას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური თბილისის მასშტაბით გზების კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში ახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. სამუშაოები თბილისის მერმა დაათვალიერა. მისი თქმით, მოწესრიგდება გზის საფარი, ასევე, გზაგამყოფი და შშმ პირებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. "ჩვენ ასევე, ბარათაშვილის აღმართის სრულ რეაბილიტაციას ვაპირებთ. მალე დავიწყებთ ვაშლიჯვრის გადასასვლელი ესტაკადის მშენებლობასაც. ასევე, დაგეგმილი გვაქვს კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ახალი ამბულატორიის მშენებლობა გასული წლის ნომბერში დასრულდა, თუმცა, ექიმები პაციენტებს კვლავ ძველ ამბულატორიაში იღებენ. ინფორმაციას "სპექტრი" ავრცელებს. ამბულატორიის მშენებლობისთვის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 55 607 ლარი დაიხარჯა. მიზეზი, რის გამოც ობიექტი ამ დრომდე ვერ გაიხსნა, ისაა, რომ ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი არ არის. როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიაში" ამბობენ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ მათ ენერგოუზრუნველყოფის მოთხოვნით 30 მარტს მიმართა. „მსგავსი ტიპის მომართვის შემთხვევაში,...
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფრომაციით, ბაღებში მჭადი ღომით ჩანაცვლდა. მათი თქმით, მჭადი ბაღებიდან უწყებაში შესული მოთხოვნის საფუძველზე მენიუდან ამოიღეს. ინფორმაციას mshobeli.ge ავრცელებს. „თავად ბაღებმა მოითხოვეს მჭადის ამოღება, იმ მოტივით, რომ ბავშვები არ ჭამდნენ. ვინაიდან მარცვლეულის მომწოდებელ კომპანიასთან ხელშეკრულებაა გაფორმებული, სხვა პროდუქტით ჩანაცვლება ვერ მოხდებოდა, ამიტომ ზოგან ღომი დაემატა მენიუს, ზოგან კი სიმინდის ფაფა“, - თქვეს ბაღების სააგენტოში.
როგორი იყო რუსთავი 30 წლის წინ. ცენტრალური ქუჩები, ახლადაშენებული სასტუმრო "რუსთავის" და ე.წ. "აზოტის" საავადმყოფოს შენობები, ავტოსადგური და ქალაქის მშენებარე მიკრო-რაიონები. პატრიარქის ვიზიტი ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის კურთხევაზე. რუსთაველების ყოველდღიური ცხოვრება და გარემო ნახეთ 12 ფოტოარქივში. სტატია "ინფო რუსთავის" მიერ არის მომზადებული.
სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თაღლითობის და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე შპს „მოხელეს“ დირექტორი და დამფუძნებელი თემურ ფ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ თემურ ფ-მ მოტყუების გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კუთვნილი 14 302,96 ლარი. მან 2017 წლის 14 აგვისტოს, გურჯაანის გამგეობასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულებაზე, გამგეობაში წარდგენილ აქტებში, ყალბი მონაცემები...
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებლების ნაწილი, იმ წყლის არხის მოწესრიგებას ითხოვს, რომელსაც წლებია კანალიზაცია უერთდება. ამის შესახებ "სამხრეთის კარიბჭე" წერს. არხი სოფელ ღრელიდან მოედინება, ახალციხეს შუაზე კვეთს და მდინარე ფოცხოვისკენ მიდის. მისი ნაწილი დახურულია, ნაწილი კი ღია. არხს, სხვადასხვა ადგილზე, საკანალიზაციო მილებით ფეკალური მასა ერევა, აქ მოსახლეობა ნარჩენებსაც ყრის. ანტისანიტარია, განსაკუთრებით, არხთან ახლოს მცხოვრებ 15 ოჯახს აწუხებს. ადგილობრივებმა ღია არხის მოწესრიგების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ