სოფელ ვეჯინის ამბულატორია 4 თვის წინ აშენებულ შენობაში სამუშაოდ ვერ გადადის

766

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ახალი ამბულატორიის მშენებლობა გასული წლის ნომბერში დასრულდა, თუმცა, ექიმები პაციენტებს კვლავ ძველ ამბულატორიაში იღებენ. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.

ამბულატორიის მშენებლობისთვის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 55 607 ლარი დაიხარჯა. მიზეზი, რის გამოც ობიექტი ამ დრომდე ვერ გაიხსნა, ისაა, რომ ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი არ არის.

როგორც “ენერგო-პრო ჯორჯიაში” ამბობენ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ მათ ენერგოუზრუნველყოფის მოთხოვნით 30 მარტს მიმართა.

„მსგავსი ტიპის მომართვის შემთხვევაში, კომპანიამ სამუშაოები უნდა შეასრულოს არაუგვიანეს 40 დღისა. ვადა 15 მაისამდეა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ამბულატორია სოფლისთვის სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენს, კომპანიას მზად აქვს ტექნიკური პირობა და უახლოეს დღეებში მოხდება ელექტროენერგიით უზრუნველყოფა”, – თქვა კომპანიის კახეთის ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ჟანა დიდებაშვილმა.