21 აპრილიდან ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, გარევაჭრობა აიკრძალება

610

21 აპრილიდან ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, გარევაჭრობა აიკრძალება. გარემოვაჭრეებს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების მიერ გამაფრთხილებელი ბარათები უკვე ჩაბარდათ. ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.

პირველ ეტაპზე, ქუთაისის ცენტრი და ბაზრის მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდა. მეორე ეტაპი კი ჭავჭავაძის გამზირის მოწესრიგებას ითვალისწინებს.

ქუთაისში გარევაჭრობის აკრძალვა 1 მარტიდან დაიწყო.