ქუთაისის მერიამ აუქციონზე გასაყიდად არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და შენობა–ნაგებობები გაიტანა. საუბარია სულ 12 ობიექტზე. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.
სხვადასხვა უბანში მდებარე ობიექტების საერთო ღირებულება 132 522 ლარია. მიმდინარე წელს მერია პრივატიზებიდან ბიუჯეტში 2 500 000 ლარს ელოდება.