თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფრომაციით, ბაღებში მჭადი ღომით ჩანაცვლდა. მათი თქმით, მჭადი ბაღებიდან უწყებაში შესული მოთხოვნის საფუძველზე მენიუდან ამოიღეს. ინფორმაციას mshobeli.ge ავრცელებს.
„თავად ბაღებმა მოითხოვეს მჭადის ამოღება, იმ მოტივით, რომ ბავშვები არ ჭამდნენ. ვინაიდან მარცვლეულის მომწოდებელ კომპანიასთან ხელშეკრულებაა გაფორმებული, სხვა პროდუქტით ჩანაცვლება ვერ მოხდებოდა, ამიტომ ზოგან ღომი დაემატა მენიუს, ზოგან კი სიმინდის ფაფა“, – თქვეს ბაღების სააგენტოში.