ხობში დაფნის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

866

ხობში შპს „მარსმა“ დაფნის გადამამუშავებელი საწარმო ააშენა. საწარმოში, პირველ ეტაპზე 15, ხოლო საწარმოს სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, 100-მდე ადამიანი დასაქმდება. პროექტში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 2 მილიონ ლარამდეა. ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანა თანამედროვე მანქანა-დანადგარებითაა აღჭურვილი. ადგილობრივ ნედლეულზე დამზადებული პროდუქციის ექსპორტი აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში იგეგმება.