წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში 50-ტონიანი სასმელი წყლის რეზერვუარის სათავე ნაგებობა კეთდება. ინფორმაციას წყალტუბოს მერია ავრცელებს.
პროექტი 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში გაკეთდება ბიოფილტრები, გაუმჯობესდება სასმელი წყლის ხარისხი და უფრო სტაბილური გახდება მისი მიწოდება.
შედეგად სასმელ წყალს 250 ოჯახი მიიღებს.