სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თაღლითობის და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე შპს „მოხელეს“ დირექტორი და დამფუძნებელი თემურ ფ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ თემურ ფ-მ მოტყუების გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კუთვნილი 14 302,96 ლარი.
მან 2017 წლის 14 აგვისტოს, გურჯაანის გამგეობასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულებაზე, გამგეობაში წარდგენილ აქტებში, ყალბი მონაცემები შეიტანა.
ამავე საქმეზე, 2018 წლის 21 მარტს, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე სუსმა პასუხისგებაში მისცა გურჯაანის მერიის ყოფილი და მოქმედი შვიდი თანამშრომელი.