წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში მდინარე რიონზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 985000 ლარია და მას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. ინფორმაციას წყალტუბოს მერია ავრცელებს.
„პროექტი უმნიშვნელოვანესია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, გამომდინარე იქედან, რომ მოგვარდება წლების მანძილზე გადაუჭრელი, ჟონეთის მოსახლეობის დატბორვის პრობლემა. 2,5 მეტრის სიმაღლის ჯებირი დატბორვის საფრთხისგან დაიცავს სოფლის 6 ოჯახს და ჟონეთის საჯარო სკოლას,“ – თქვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ალექსანდრე დადუნაშვილმა.