ანა მარგველაშვილი – სათემო განვითარების ცენტრი
1916 წელს გაზეთმა "საქართველომ" გამოაქვეყნა ახალციხელი ექიმის, გიორგი გამრეკელის ანდერძი, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციისათვის ნაანდერძევი თანხა შემდეგნაირად იყო განაწილებული:
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ̶ 1000 მან., ახალციხის გიმნაზიას ̶ 2000 მან., ახალციხის უმაღლეს პირველდაწყებით სასწავლებელს ̶ 1000 მან., ღარიბებს ̶ 1000 მან., ქუთაისის მწვანეყვავილას და წმ. გიორგის ეკლესიებს ̶ 500-500 მან., რაბათის (ახალციხე) საქალებო სკოლას...
თბილისის საკრებულოში არგენტინის დედაქალაქის ბუენოს აირესის ავტონომიური ქალაქის პარლამენტის დელეგაციას უმასპინძლეს. შეხვედრაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე და გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
მათივე ცნობით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე არგენტინელ სტუმრებს მიესალმა, ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი შეხვედრები თბილისსა და ბუენოს აირესს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს...
მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარტვილის N1 საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. სკოლა 421 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდა და სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ 3,3 მილიონი ლარით დაფინანსდა.
განახლებული სკოლა ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი ციბაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოინახულა.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები...
საბურთალოს რაიონის გამგეობა, დიდ დიღომში, ფრედერიკ მონპერეს ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიმდინარე პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო.
„პროექტის შედეგად, სანიაღვრე ქსელი მოეწყო და ასფალტის ორფენიანი საფარი 6 530 კვადრატულ მეტრ ფართობზე იგება.
ამჟამად, ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება მიმდინარეობს.
აღნიშნულ მისამართზე ამ დრომდე ასფალტის...
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილის, ბესო ცეცხლაძის მიერ იარაღით მუქარასთან დაკავშირებით "მთავარ არხს" ერთ-ერთი თვითმხილველი დაუკავშირდა.
მან ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა და თქვა, რომ დღეს მის სადარბაზოსთან ბესო ცეცხლაძის მიერ გაგზავნილი პირები იმყოფებოდნენ, რომლებიც დაემუქრნენ, რომ თუ ბათუმის პოლიციიდან სარჩელს არ გამოიტანდა, სადამსჯელო ღონისძიებები მოუწევდა.
"შენ იცი მე ვინ ვარო?! ბესო ვარ ცეცხლაძე, თანამდებობაც მოგვატყუა, ვიცე მერი ვარო, ბიჭო შენ ვინმეში...
10 დეკემბერს, რუსთაველის ქუჩაზე, მარნეულის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა გარემოვაჭრე, ვალე დარგალს, 500 ლარიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გამოუწერეს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
“მითხრეს, ამ ადგილზე რატომ გაქვს ეს ხილი შიგნით შეიტანეო, მიზეზს არ მეუბნებიან რატომ. ამ ქუჩაზე ბევრს აქვს ხილი და პროდუქტი,მათ რატომ არ ეუბნებიან, არ ვიცი მათი ინტერესი რა არის, დამაჯარიმეს და წავიდნენ, მხოლოდ ის თქვეს, რომ არუნდა მქონდეს...
განაშენიანების დეტალური გეგმის, აგრეთვე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებისა და მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით, გამწვანების პროექტის შემუშავება და შეთანხმება სავალდებულო ხდება.
ნებართვის მისაღებად გამწვანების პროექტის წარდგენა სავალდებულო მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება. გამონაკლისი მხოლოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები იქნება.
ასეთი ვალდებულება “საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების პროექტით შემოდის, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
წარდგენილი ცვლილებებით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში მოთხოვნილი იქნება...
ოკუპირებულ ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზის მიმდებარე და სხვა სოფლებში მცხოვრები ოჯახების დახმარება 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტში წელსაც 0 ლარითაა წარმოდგნილი. რაც იმას ნიშნავს, რომ გორის მერიამ ამ კატეგორიის ადამიანებისთვის თანხები მომავალი წლისთვისაც არ გაითვალისწინა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
2020 წელს, გორის მერიამ ამისთვის 59 600 ლარი დახარჯა, თუმცა მას შემდეგ გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა დახმარებისთვის თანხები ადგილობრივ ბიუჯეტში...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 2022 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის მომსახურებისათვის 42 250 ლარის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, მომსახურების განხორციელების პროცესში გასათვალისწინებელი აუცილებელი მოთხოვნებია:
მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების დაჭერა (მხოლოდ შემსყიდველის მითითებით) საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად (ჰუმანური მეთოდებით).
დაჭერილი ცხოველების ტრანსპორტირება სპეციალური ავტოტრანსპორტით თავშესაფარში.
თავშესაფარში გადაყვანილი...
ბათუმის ვიცე-მერის ვაკანტურ პოზიციაზე ლევან დავითაძე დაინიშნა, იგი ბოლო პერიოდში "ბათუმის წყლის" დირექტორის პოზიციას იკავებდა. საკადრო ცვლილებების შესახებ ბათუმის მერმა დღეს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
არჩილ ჩიქოვანის განცხადებით მას აქვს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება და დარწმუნებულია, რომ წარმატებით გაართმევს თავს ქალაქისთვის სასიკეთო პროექტების განვითარებას.
არჩილ ჩიქოვანმა ბრიფინგზე მოადგილე და მერიის ექვსი სამსახურის უფროსი წარადგინა და განაცხადა, რომ ეს არის გუნდი,...
ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობებზე დროშის მუდმივად აღმართვა და გერბის სრული სახით განთავსება სავალდებულო იქნება.
გარდა ამისა, ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში სავალდებულო გახდება ასევე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსება.
აღნიშნულს ითვალისწინებს „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლიც პირველი მოსმენით პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში გუშინ, 9 დეკემბერს განიხილეს.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის...
მუნიციპალიტეტებს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების და მათი გამოყენების წესის დამტკიცება ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან წინასწარი კონსულტაციებით შეეეძლებათ. სიმბოლოების ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შესათანხმებლად და დასამტკიცებლად ვადამ კი, ნაცვლად 2022 წლის 1 იანვრისა, 2023 წლის 1 ივლისამდე გადაიწია.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამის ცვლილებებს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ქადაგიშვილისა და გურამ მაჭარაშვილის...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებული ვერსია დაუბრუნა. ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელის, დავით რაზმაძის განმარტებით, განახლებულ დოკუმენტში საკრებულოს შენიშვნებიდან გარკვეული საკითხებია ასახული, ნაწილის შეტანა კი მთავარ ფინანსურ დოკუმენტში სამომავლოდ დაიგეგმა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
“არის რაღაც საკითხები გათვალისწინებული, ნაწილზე კი თქვეს, რომ მომავალში გავითვალისწინებთ, მონიშნული გვაქვსო. – ასეთი პასუხი იყო. ძალიან გაწურული ბიუჯეტია და ბევრი სიახლის...
წინა სტატია
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების პროტესტმა, რომელიც ბათუმის მერის კაბინეტიდან დაიწყო, სამუშაო ოთახის შესასვლელთან გადაინაცვლა.
ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შეკითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ, კაბინეტის დატოვება მოსთხოვეს, თუმცა აღნიშნულს მათი პროტესტი მოჰყვა.
„შეხვედრა შედგა ჩემს სამუშაო ოთახში, რის შემდეგაც მათ მასკარადი მოაწყვეს. უკვე ხედავთ, რა სიტუაციაც არის ბათუმის მერიაში. მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს თავისუფლად მუშაობის საშუალება არ ეძლევათ. ეზღუდებათ გადადგილების საშუალება,...
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთში საუბნო გზების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 717 000 ლარს შეადგენს.
„სარეაბილიტაციო სამუშაოები მ/წლის სექტემბერში დაიწყო და ამავე წლის დეკემბერში დასრულდება.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, სამუშაოებს კი შპს „მეკა" ასრულებს.
სამუშაოები რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან, მერის მოადგილესთან დავით გოგლიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე...
”ბუნებრვია, ადამიანების ნაწილი არის ისეთებიც, შეიძლება ითქვას ურჩი მგზავრები, რომლებიც არ იხდიან მგზავრობის საფასურს. მათი დაჯარიმება და ამ სისტემის დანერგვა არის საჭირო”, – განაცხადა ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ზურაბ ჯირკველიშვილმა, საკრებულოს სხდომაზე სააგენტოს ანგარიშის მოსმენისას. ინფორმაციას რადიო მოზიკა ავრცელებს.
ჯირკველიშვილის თქმით, მომავალი წლიდან იგეგმება დაჯარიმების სისტემის ამოქმედება.
“მე მაქვს ყველა წინაპირობა იმის სათქმელად, რომ ახალი წლიდან დაიწყება ეს პროცესი. ნაწილი აპარატურისა შეძენილია,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































