საკრებულოს თავმჯდომარე: გორის მერიამ ბიუჯეტში საკრებულოს შენიშვნები ნაწილობრივ გაითვალისწინა

373

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებული ვერსია დაუბრუნა. ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელის, დავით რაზმაძის განმარტებით, განახლებულ დოკუმენტში საკრებულოს შენიშვნებიდან გარკვეული საკითხებია ასახული, ნაწილის შეტანა კი მთავარ ფინანსურ დოკუმენტში სამომავლოდ დაიგეგმა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

“არის რაღაც საკითხები გათვალისწინებული, ნაწილზე კი თქვეს, რომ მომავალში გავითვალისწინებთ, მონიშნული გვაქვსო. – ასეთი პასუხი იყო. ძალიან გაწურული ბიუჯეტია და ბევრი სიახლის დამატება ვერ მოხერხდებოდა. საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ გორის ახალ ბიუჯეტში შენიშვნები მერიამ ნაწილობრივ გაითვალისწინა”, – აღიშნა დავით რაზმაძემ.

ინფორმაციისთვის, 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას, საკრებულოს წევრები 24 დეკემბრისთვის, რიგგრეშე სხდომაზე ფიქრობენ.