ამბროლაურის სოფელ კვაცხუთის გზის რეაბილიტაცია ხორციელდება

429

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთში საუბნო გზების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 717 000 ლარს შეადგენს.

„სარეაბილიტაციო სამუშაოები მ/წლის სექტემბერში დაიწყო და ამავე წლის დეკემბერში დასრულდება.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, სამუშაოებს კი შპს „მეკა” ასრულებს.

სამუშაოები რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან, მერის მოადგილესთან დავით გოგლიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძესთან ერთად დაათვალიერა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.